ალდაგი ღია ბანკინგში ჩართულ ორგანიზაციებს სპეციალურ პოლისს სთავაზობს

სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“ ღია ბანკინგში ჩართვის მსურველ საფინანსო ორგანიზაციებსა და სტარტაპებს სპეციალურად მათთვის შექმნილ პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევას სთავაზობს. ინფორმაციას „ალდაგი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღია ბანკინგი ელექტრონული ტექნოლოგიაა, რომელიც ერთ სივრცეში სხვადასხვა ფინანსური სერვისის მიწოდებას უზრუნველყოფს, სადაც მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, მარტივად გაცვალოს საკუთარი ფინანსური ინფორმაცია სხვადასხვა ბანკებს შორის, გამარტივებულად მიიღოს ფინანსური სერვისები და აკონტროლოს საკუთარი ფინანსები.

ღია ბანკინგში ჩასართავად ფინტეკ კომპანიებისთვის პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა მნიშვნელოვანი პროდუქტია. ალდაგის პროფესიული პასუხისმგებლობის პოლისი ფარავს იმ აუცილებელ რისკებს, რომლებიც ღია ბანკინგში მონაწილეობის ლიცენზიისთვისაა საჭირო.

„ალდაგი“ არის ერთადერთი სადაზღვევო კომპანია ქართულ ბაზარზე, რომელმაც აღნიშნული პოლისი გასცა საფინანსო ორგანიზაციებისთვის, რომლის საშუალებითაც ფინტეკ კომპანიებს საშუალება ექნებათ ჩაერთონ ღია ბანკინგში. ღია ბანკინგი ახალი ტექნოლოგიების ეფექტურად გამოყენების შესაძლებლობას ქმნის, მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ფინანსებზე ხელმისაწვდომობას, ზრდის ჯანსაღ კონკურენციას და მონაცემებზე დაფუძნებული ფინტეკ ბიზნესს მოდელების განვითარების საფუძველია“, - აცხადებენ „ალდაგში“.

„ალდაგი“ ლიდერი სადაზღვევო კომპანიაა საქართველოში, რომელიც წარმოდგენილია არასიცოცხლის დაზღვევის ბიზნესში და არის პირველი კომპანია ქართულ სადაზღვევო ინდუსტრიაში, რომელიც ფლობს საერთაშორისო რეიტინგს გლობალური სარეიტინგო კომპანიისგან AM Best.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია