„ჯორჯიან ბასის“ წარმომადგენელი - ევროპელი ტურისტების მოსაზიდად WTM London-ში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია დიდ ბრიტანეთში, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზეა წარმოდგენილი. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, გამოფენაში 21 ტურისტული კომპანია და სასტუმრო მონაწილეობს. WTM London-ზე საქართველოს მონაწილეობის შესახებ საუბრისას „ჯორჯიან ბასის“ წარმომადგენელი შალვა ხუციშვილი აცხადებს, რომ ევროპელი ტურისტების მოსაზიდად გამოფენაში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია.

„WTM ერთ-ერთი უდიდესი ტურისტული გამოფენაა და მნიშვნელოვანია საქართველოს მონაწილეობა. 2025 წლიდან დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები იწყება, რეისებს British Airways და EasyJet შეასრულებენ. ეს დაეხმარება საქართველოს მეტი ბრიტანელი სტუმარი მოიზიდოს, განავითაროს როგორც დასვენების, საქმიანი, ასევე კორპორაციული ტურიზმი. ევროპელი ტურისტების მოსაზიდად WTM London-ში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია“, - აცხადებს შალვა ხუციშვილი.

WTM London 2024-ზე, საქართველოს სტენდთან, დამთვალიერებლებს საშუალება აქვთ გაეცნონ ქვეყნის ტურისტულ მიმართულებასა და ტურისტულ პროდუქტებს.

WTM London 2024-ზე, 180-ზე მეტი ქვეყნიდან დაახლოებით 4 000 ტურისტული კომპანია და ორგანიზაციაა წარდგენილი, გამოფენის ვიზიტორთა რაოდენობა - 40 000.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა