ADC*E-ს ევროპულ ფესტივალზე BOG sCoolApp-ის თამაშისთვის შექმნილი კამპანია Shortlist-შია

ADC*E-ს ევროპულ კრეატიულ ფესტივალზე, საქართველოს ბანკის sCoolApp-ის თამაშისთვის - „სხვა სამყაროსთვის“ სააგენტო Redberry-ს მიერ შექმნილი კამპანია დიზაინის კატეგორიაში shortlist-ში დასახელდა. აღნიშნულ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ADC*E-ს ფესტივალი ბარსელონაში 21-22 ნოემბერს იმართება და ის ევროპაში საუკეთესო დიზაინისა და სარეკლამო პროექტების გამოვლენას ემსახურება. მასში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელი პირობაა, რომ პროექტს ქვეყნის დონეზე ჰქონდეს მოპოვებული აღიარება.

საქართველოს ბანკისა და Redberry-ს თანამშრომლობით შექმნილმა „სხვა სამყარომ“ წელს საქართველოში, ბათუმში გამართულ Ad Black Sea-ს საერთაშორისო ფესტივალზე უკვე მოიპოვა ბრინჯაოს (GAMING-LED BRAND EXPERIENCE-ის კატეგორია) და ვერცხლის (ილუსტრაციების კატეგორია) მედლები.

აღსანიშნავია, რომ წელს, ADC*E-ს გამარჯვებულები The One Club-ის საერთაშორისო კრეატიულ რეიტინგში მოხვდებიან, რომელიც მსოფლიოს წამყვან სააგენტოებს, ბრენდებს, ნამუშევრებსა და კრეატიული ინდუსტრიის წარმომადგენლებს აერთიანებს.

„დავალება რომ მივიღეთ, სადაც ბავშვებისთვის ფინანსური განათლება სახალისოდ უნდა გვესწავლებინა, პირველ რიგში, დავიწყეთ ძიება რა იყო, ის, რასაც ჩვენს ბავშვობაში დაუღალავად ვუყურებდით, ვკითხულობდით და წლების მერეც გვახსოვდა, ანუ ერთგვარი გაკვეთილებივით დაგვრჩა. ამ მაგალითების გათვალისწინებით შევქმენით "სხვა სამყარო", სადაც თითოეული პერსონაჟი მთავარ ფაბულასთან (დაკარგულ ასტეროიდთან) ერთად საკუთარ სამყაროს ქმნის. ეს სამყარო თანდათან გაიზარდა და ჯერ Ad Black Sea-იდან წამოიღო ჯილდოები, ახლა კი ADC*E-ის shortlist-შია, რაც ნიშნავს, რომ ილუსტრაციებმა, ინსაითებმა, ჩვენმა გმირებმა და მოსწავლეებამდე განათლების სახალისოდ მიტანამ, არა მარტო ბავშვებში, არამედ უფროსი ასაკისა და უცხო ეროვნების ადამიანებშიც იპოვა რეზონანსი. sCoolApp-თან ერთად პროექტს ვაგრძელებთ და ამ ფანტასტიკური სამყაროს თავგადასავალი, საბედნიეროდ, აქ არ სრულდება“, - აღნიშნავს ანუცა ჟორჟიკაშვილი, Redberry-ს ლიდ კრეატიული ქოფირაითერი.

"სხვა სამყარო" როგორც ჩვენი, ასევე ბავშვების ერთ-ერთი საყვარელი ფუნქციონალია sCoolApp-ში. გემიფიკაციის საშუალებით ბავშვებისთვის ფინანსური განათლება სახალისო, ყოველდღიურობაში ხელმისაწვდომი და ინტერაქციული გავხადეთ. სწორედ ეს ერთიანობა აქცევს ფუნქციონალს უნიკალურს. გვიხარია, რომ ბავშვების ჩართულობასთან ერთად „სხვა სამყარომ“ როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო კრეატიული ფესტივალების მოწონებაც დაიმსახურა. თუ აქამდე სხვა ქვეყნების საბავშვო საბანკო აპლიკაციების საუკეთესო პრაქტიკებიდან ვიღებდით ინსპირაციას, ამ ეტაპზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ sCoolApp-ის გემიფიკაცია ერთ-ერთი მისაბაძი გახდა ევროპის მასშტაბით. Redberry-ის კრეატიულ პროფესიონალებთან თანამშრომლობა ჩვენთვის უდიდესი სიამოვნებაა. პროცესში ერთ გუნდად, ერთი მიზნით ვცდილობთ პატარა მომხმარებლებისთვის უნიკალური გამოცდილებები შევქმნათ. ჩვენთვის ADC*E-ს shortlist-ი ძალიან ბევრს ნიშნავს და არ ვჩერდებით, ვაგრძელებთ იგივე მოტივაციით „სხვა სამყაროს“ განვითარებას”, - აღნიშნავს თამუნა ნოზაძე, საქართველოს ბანკის ბრენდ მენეჯერი.

ინფორმაციისთვის, ADC*E ევროპული კრეატიული ფესტივალია, რომელიც ყოველწლიურად თავს უყრის სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებს - ადამიანებს, ვისაც სურთ განახორციელონ ცვლილება და დანერგონ ინოვაცია კრეატიულობის მეშვეობით.

ფესტივალი კონფერენციების, სამუშაო შეხვედრების, გამოფენებისა და ნეთვორქინგის სივრცეების დახმარებით მონაწილეებს დიზაინისა და ახალი კრეატიული გადაწყვეტების გარშემო აერთიანებს.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი პუტინის სასარგებლოდ მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.04.2025
Yandex Go-ს ელექტროსკუტერები უკვე თბილისშია
ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და ბრიტანული სკოლის დამფუძნებლები მთავრობას მიმართავენ
Walmark - 10 წელი საქართველოში: პირველი საკვები დანამატების ბრენდი, რომელმაც მოსახლეობაში ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურა დანერგა
"გოლდენ ფლის ინვესთმენთსი" ოპერირების პირველი წლის წარმატებით დახურვას აღნიშნავს
„სოკარი“ ციფრული გამოცდილების ახალ ეტაპზე გადადის - განახლებული აპლიკაცია და ლოიალობის პროგრამა უკვე ხელმისაწვდომია
„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა