ანა დოლიძე - საქართველოს მეგობრობის ჯგუფის მხარდაჭერა საერთაშორისო გამოძიებასთან დაკავშირებით არის ჩვენი გამარჯვება

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ანა დოლიძის განცხადებით, საქართველოს მეგობრობის ჯგუფმა მხარი დაუჭირა საქართველოს არჩევნების საერთაშორისო გამოძიებას.

მისივე თქმით, გაერთიანების წევრები იზიარებენ, რომ კენჭისყრის ოქმები გამჭვირვალე უნდა გახდეს და ამომრჩეველს უნდა შეეძლოს, რომ საკუთარი თავი გადაამოწმოს.

„საქართველოს მეგობრობის ჯგუფმა, რომელიც წარმოადგენს ევროპარლამენტის წევრების გაერთიანებას, რომელიც წლების განმავლობაში საქართველოზე მუშაობს, სხვადასხვა პოლიტიკური ფასეულობებისა და პოლიტიკური პარტიებისგან, მხარი დაუჭირა საქართველოს არჩევნების საერთაშორისო გამოძიებას. ისინი აღნიშნავენ, რომ კენჭისყრის ოქმები გამჭვირვალე უნდა გახდეს და ამომრჩეველს უნდა შეეძლოს, რომ საკუთარი თავი გადაამოწმოს. ამასთანავე, დაშინებისა და ხმების მოსყიდვის ფაქტები გამოძიებულ იქნას. მათი თქმით, ამ ყველაფრის დამოუკიდებლად გამოძიება, მხოლოდ საერთაშორისოზე დონეზე შეიძლება განხორციელდეს.

ეს არის ჩვენი მოთხოვნის გამარჯვება“, - აცხადებს ანა დოლიძე, რომლის განცხადებასაც პარტია „ხალხისთვის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს