ცესკოს თავმჯდომარე IRI-ის წარმომადგენლებს შეხვდა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი და მისი მოადგილე გიორგი შარაბიძე „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) სადამკვირვებლო მისიის დირექტორს შონ დანს და მისიის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.

„გიორგი კალანდარიშვილმა 26 ოქტომბრის არჩევნებსა და მასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე დეტალურად ისაუბრა. მან შეხვედრის მონაწილეებს საარჩევნო ადმინისტრაციის პოზიცია გააცნო ინსტიტუციის წინააღმდეგ გამოთქმულ ბრალდებებსა და დეზინფორმაციულ კამპანიებზე, საარჩევნო დავებსა და სასამართლო განხილვებზე. ასევე ისაუბრა ამერიკული კომპანია „PRO V&V“-ის მიერ გამოქვეყნებული აუდიტის მესამე, საბოლოო ეტაპის დასკვნაზე და მიგნებებზე.

როგორც კალანდარიშვილმა აღნიშნა, საარჩევნო ადმინისტრაცია მუდმივად ეცნობა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილ ანგარიშებს და ცდილობს აღნიშნული რეკომენდაციები საარჩევნო პროცესის ადმინისტრირებისას გაითვალისწინოს.

თავის მხრივ, საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა გიორგი კალანდარიშვილს 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გაუზიარეს. სადამკვირვებლო მისია 26 ოქტომბრის არჩევნებს წინასაარჩევნო პერიოდიდანვე აკვირდებოდა, შესაბამისად სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა არჩევნების წინასწარ ანგარიშზე, არსებული მიგნებებისა და რეკომენდაციების შესახებ ვრცლად ისაუბრეს.

გიორგი კალანდარიშვილმა ორგანიზაციის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა 26 ოქტომბრის არჩევნებზე დაკვირვებისთვის და თავიანთი მიგნებების გაზიარებისთვის. მხარეებმა, ასევე ისაუბრეს რეკომენდაციებზე და მათი შესაძლო გათვალისწინების გზებზე უწყების კომპეტენციის ფარგლებში.

ცესკოში გამართულ შეხვედრას სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები დენიელ კერეკესი, მაია მილიკიჩი და ელენე ასაშვილი ესწრებოდნენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია