საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი ცნობილ მეცნიერს, ინჟინერსა და საზოგადო მოღვაწეს, აკადემიკოს რამაზ ხუროძეს 80 წლის იუბილეს ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე, საუნივერსიტეტო საზოგადოებისა და სტუდენტების სახელით, ცნობილ მეცნიერს, ინჟინერსა და საზოგადო მოღვაწეს, 1993-2006 წლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს წევრს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტს, სახელმწიფო პრემიის ლაურეატს, საქართველოს პრეზიდენტის ოქროს მედლისა და ღირსების ორდენის კავალერს, სტუ-ის გიორგი ნიკოლაძის მედლის მფლობელს, ღრმა ერუდიციითა და პიროვნული თვისებებით გამორჩეულ მკვლევარსა და შესანიშნავ პედაგოგს, აკადემიკოს რამაზ ხუროძეს 80 წლის იუბილეს ულოცავს.

„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წიაღიდან გამოსულ გამოჩენილ მეცნიერს, ინჟინერს, საზოგადო მოღვაწეს, ჩვენს ერთ-ერთ ყოფილ სახელოვან რექტორს, უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს წევრს, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ვიცე-პრეზიდენტს, აკადემიკოს რამაზ ხუროძეს - გამორჩეულს სამეცნიერო ნაშრომებით, მონოგრაფიებითა და გამოგონებებით, საუკეთესო პიროვნული თვისებებით დაჯილდოებულ კოლეგასა და უფროს მეგობარს, შესანიშნავ პედაგოგს, რომელიც ქვეყანას პროფესიონალთა და ცნობილ მკვლევართა თაობებს უზრდის - 80 წელი შეუსრულდა.

აკადემიკოსი რამაზ ხუროძე ქართველ მოაზროვნეთა თაობის ის თვალსაჩინო წარმომადგენელია, რომელიც თავდადებით იღვწის მეცნიერების განვითარებისთვის და მრავალი ათეული წელია მუშაობს ისეთ მნიშვნელოვან სამეცნიერო თემებზე, როგორიცაა: მართვის მრავალელემენტიანი დარეზერვებული აღდგენადი სისტემების საიმედოობრივი დაგეგმვა, მათემატიკური მოდელირება, ხელოვნური ინტელექტის ამოცანები, სახეთა ამოცნობის პროცესისთვის ნეირონული ქსელების გამოყენება და სხვა. მისი სამეცნიერო ნაშრომები გამოქვეყნებულია მრავალ ქვეყანაში, მათ შორის გერმანიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიდერლანდებში, ბელგიასა და უკრაინაში.

ცხოვრების მისეული გზა, საერთაშორისო ავტორიტეტი და საყოველთაო აღიარება სამშობლოსთვის გაწეული დიდი ღვაწლის ჭეშმარიტი დადასტურებაა. მისი სამეცნიერო და საზოგადოებრივი მოღვაწეობა, სხვადასხვა დროს, არაერთი ჯილდოთი, ღირსების ორდენით, საქართველოს პრეზიდენტის ოქროს მედლით, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში საქართველოს სახელმწიფო პრემიითა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის გიორგი ნიკოლაძის მედლით აღინიშნა. ის არაერთი საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებისა და ორგანიზაციის ნამდვილი წევრია, მათ შორისაა Sigma Xi და the Scientific Research Society-ი.

შესაშური და ცალკე აღნიშვნის ღირსია ის განუზომელი ენთუზიაზმი და სიყვარული, რომლითაც აკადემიკოსი რამაზ ხუროძე მეცნიერებით დაინტერესებულ ახალგაზრდებთან მუშაობს, უთმობს უდიდეს დროს, უღვივებს მათ შემეცნებისა და ახლის ქმნადობის სურვილს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, გულითადად ვულოცავთ ბატონ რამაზს ღირსშესანიშნავ თარიღს, ვუსურვებთ დღეგრძელობას, ჯანმრთელობას, ოჯახის კეთილდღეობასა და წარმატებას სამეცნიერო მოღვაწეობაში, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ“, - აღნიშნულია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის მილოცვაში.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს