ანა დოლიძე - ყველას უნდა დავანახოთ, რომ საქართველოში პროევროპული არჩევანი ცოცხალია

მუდმივად უნდა დავანახოთ მთავრობას და ასევე, ჩვენს უცხოელ მეგობრებს, რომ საქართველოში პროევროპული არჩევანი ცოცხალია, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერმა, ანა დოლიძემ თბილისში მიმდინარე საპროტესტო მსვლელობაზე განაცხადა.

როგორც დოლიძემ აღნიშნა, ყველა, ვინც არჩევნების შედეგით გაბრაზებულია, აქციას უნდა შეუერთდეს.

„მნიშვნელოვანია, რომ ყველა, ვინც გაბრაზებულია არჩევნების შედეგით, შემოგვიერთდეს. ეს არის სპეციალურად შაბათ დღეს. ჩვენ უნდა დავანახოთ ყველას, რომ ის ხალხი, ვინც პროევროპული არჩევანი გააკეთა და იცავს ამ არჩევანს, ბევრი ვართ. პროტესტი, ბუნებრივია, განგრძობადია და ჩვენ მუდმივად უნდა დავანახოთ მთავრობას და ასევე, ჩვენს უცხოელ მეგობრებს, რომ საქართველოში პროევროპული არჩევანი ცოცხალია“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს