საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი - უკრაინა SCALP-ის და „მისტრალის“ რაკეტებს მიიღებს, უნდა შევინარჩუნოთ დახმარება გრძელვადიან საფუძველზე - საკუთარ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა ევროპელებმა უნდა აიღონ

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის, სებასტიან ლეკორნუს განცხადებით, ხელი მოაწერა უკრაინისთვის SCALP-ის ათამდე რაკეტის გადაცემას, რომელსაც ქვეყანას საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი დაჰპირდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მისი თქმით, სამხედრო მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია და მაშინაც კი, როცა ომი დამთავრდება, ევროპამ უნდა გააგრძელოს უკრაინის არმიის გაძლიერება

„უნდა შევინარჩუნოთ დახმარება გრძელვადიან საფუძველზე, რადგან ეს ასევე საშუალებას მისცემს უკრაინის ხელისუფლებას, განიხილოს პოლიტიკური გადაწყვეტილებები, როდესაც ისინი ამას გადაწყვეტენ. სამხედრო მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია და მაშინაც კი, როცა ომი დამთავრდება, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ უკრაინის არმიის გაძლიერება. პირველ რიგში, ჩვენ გავაგრძელებთ უპრეცედენტო საწვრთნელ პროგრამას აღმოსავლეთ საფრანგეთში, სადაც 2000 უკრაინელი ჯარისკაცი გადის წვრთნას ბრიგადაში, რომელსაც ფრანგი ჯარისკაცები ხელმძღვანელობენ და ფრანგულ აღჭურვილობას იყენებენ. მეორეც, ჩვენ გავაგრძელებთ მხარდაჭერას. ზამთრის დადგომასთან ერთად, რუსეთის ღრმა შეტევები უკრაინის ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, გაძლიერდება. ჩვენ კვლავ მივაწოდებთ „მისტრალის“ რაკეტებს, კერძოდ, საბრძოლო ზონების დასაცავად“, - განაცხადა მინისტრმა ფრანგულ მედიასთან საუბარში.

მისი თქმით, საკუთარ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა ევროპელებმა უნდა აიღონ.

„მოდით, კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ და ჩვენი თავი ამერიკელების ადგილზე წარმოვიდგინოთ: არიზონას ან ნევადის გადამხდელებმა უნდა დააფინანსონ პოლონელების თუ გერმანელების უსაფრთხოება? ერთიანი გლობალური ორგანიზაციის ფარგლებში და ახალი საფრთხეების ფონზე, ბუნებრივია, რომ საკუთარ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა ევროპელებმა უნდა აიღონ“, - აღნიშნა საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა.

მისი თქმით, საფრანგეთმა უნიკალური მოდელი შეიმუშავა და ამ მოდელმა ახლა სხვა ევროპული ქვეყნები უნდა შთააგონოს.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე