მიხაილ როთი საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის შესახებ „ოცნების“ ლიდერების განცხადებებზე - კოლეგები მეც მეკითხებიან: „რა ჯანდაბა ხდება ბერლინში?“ და სრულად მესმის მათი - ეს ძალიან ნორმალური კითხვაა

კოლეგები მეც მეკითხებიან: „რა ჯანდაბა ხდება ბერლინში?“ და სრულად მესმის მათი. ეს ძალიან ნორმალური კითხვაა - აქ, თქვენს ქვეყანაში მოვლენების განვითარებას უზარმაზარი ზეგავლენა აქვს ჩვენზე იმიტომ, რომ ყველაზე დიდი საფრთხე არა მხოლოდ ქართველი ხალხისთვის, არამედ ჩვენთვის, რუსული იმპერიალიზმია, - ამის შესახებ გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაილ როთმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რითაც უპასუხა „ინტერპრესნიუსის“ კითხვას, საქართველოს შიდა საქმეებში ევროპის ჩარევის შესახებ ხელისუფლების კრიტიკასთან დაკავშირებით და იმის თაობაზე, თუ რატომ აქვს ევროპას ასეთი დიდი ინტერესი ქართული პოლიტიკის მიმართ.

როგორც როთმა განმარტა, ევროპის ინტერესებში შედის, რომ აღმოსავლეთ ევროპაში ვითარება დასტაბილურდეს მშვიდობით, დემოკრატიით, კანონის უზენაესობითა და თავისუფლებით.

„საერთო საფუძველია ევროკავშირის წევრობისკენ, რომ იყო ჩართული არა მხოლოდ საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე. მაგალითად, ჩემი მთავრობის კოლაფსი უზარმაზარ ზეგავლენას ახდენს ევროპული კავშირის სტაბილურობაზე. სრულად მესმის, როდესაც ჩემი პატივცემული კოლეგები მეც მეკითხებიან - „რა ჯანდაბა ხდება ბერლინში?“ ეს არის ძალიან ნორმალური კითხვა და აქ, თქვენს ქვეყანაში მოვლენების განვითარებას უზარმაზარი ზეგავლენა აქვს ჩვენზე იმიტომ, რომ ყველაზე დიდი საფრთხე არა მხოლოდ ქართველი ხალხისთვის, არამედ ჩვენთვის, რუსული იმპერიალიზმია. თქვენი ქვეყნის 20% და არა ჩემი ქვეყნის, რუსეთის მიერაა ოკუპირებული. თუ ჩვენ არ შევაჩერებთ რუსულ იმპერიალიზმს, ჩვენს ქვეყნებშიც მოახდენს დესტაბილიზაციას მშვიდობის, უსაფრთხოების, დემოკრატიის, თავისუფლების. მოლდოვის რესპუბლიკაში დეზინფორმაციის კამპანიები მხოლოდ ჩვენი მეგობრებისთვის და მოკავშირეებისთვის არ იყო, ასევე იყო გერმანიაში. ყველა ერთ ენაზე ვლაპარაკობთ, ერთი ოჯახი ვართ, ერთგული ევროპელები ვართ. საქართველო არ არის ევროკავშირის წევრი, მაგრამ ეს ჩვენი მისიაა. ვცდილობთ, დაგეხმაროთ ამ გრძელ და რთულ გზაზე. ეს ნამდვილად ღირებულია, ჩვენს ინტერესებში შედის, მოხდეს აღმოსავლეთ ევროპის სტაბილიზაციაა მშვიდობით, დემოკრატიით, კანონის უზენაესობით და თავისუფლებით. ეს გახლავთ საუკეთესო ინსტრუმენტი იმისთვის, რომ რუსულ იმპერიალიზმს ვებრძოლოთ. რუსეთის დამშვიდება არჩევანი არაა, ეს არ არის სტრატეგიის ნაბიჯი, ამიტომ უფრო ხმამაღლა ვლაპარაკობთ, ვიდრე სხვები“, - განაცხადა როთმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში