ოპოზიციის ლიდერები ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაციასთან შეხვედრას მართავენ

ოპოზიციის ლიდერები საქართველოში ვიზიტად მყოფ ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეების დელეგაციასთან შეხვედრას მართავენ. როგორც შეხვედრის დაწყებამდე ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, პარტნიორებთან ისაუბრებენ იმაზე, რომ 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები დარღვევით ჩატარდა, შესაბამისად, ხაზს გაუსვამენ საერთაშორისო გამოძიების ჩატარების აუცილებლობას.

8 ქვეყნის საპარლამენტო დელეგაცია, ამ წუთებში, კონკრეტულად ხვდება შემდეგი ოპოზიციური პარტიების ლიდერებს: „კოალიცია ცვლილებისთვის”, „ძლიერი საქართველო”, “გახარია საქართველოსთვის” და „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა”.

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, შესაფასებელია, რამდენად იყო საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი.

„აქ საუბარი არის იმაზე, რომ ევროკომისიის მიერ განსაზღვრული 9 პუნქტი, რომელიც საქართველოს უნდა შეესრულებინა და გაეხსნა მოლაპარაკებები, არცერთი პუნქტი პრაქტიკულად შესრულებული არ არის, თუმცა რაღაცა პუნქტების შესრულების შეფასება შესაძლებელია დისტანციურადაც, მაგალითად, მართლმსაჯულებაში გატარდა თუ არა რეფორმები, ასევე საკანონმდებლო რეფორმები გატარდა თუ არა და ა.შ. არჩევნები არის რთული პროცესი, ფიზიკური პროცესია, როდესაც ადამიანები მიდიან და ადგილზე აძლევენ ხმას. ამიტომ, აქ საუბარი არის, რომ მეოთხე პუნქტი რომ შეფასდეს, რამდენად იყო ეს არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი. მიუხედავად იმისა, რომ ვხედავთ, ყველა ეს განცხადება მოდის, ამის დეტალური შესწავლა შესაძლებელია ადგილზე, აქ ჩამოვიდეს კონკრეტული მისია, რომელსაც ექნება კონკრეტული მანდატი, რომელიც შეისწავლის როგორი იყო წინასაარჩევნო გარემო, რა ხდებოდა არჩევნებამდე, როგორ გვირეკავდნენ, გვაგინებდნენ, როგორ გვცემდნენ, როგორ გვისაფრდებოდნენ. ეს ყველაფერი არის, საბოლოო ჯამში, არჩევნები და ამას სჭირდება უფრო დეტალური შესწავლა”, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია