კახა კალაძე ევროკავშირის 8 ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციაზე - უსაქმური ადამიანები არიან, რომლებიც ხან ერთ ქვეყანაში ჩადიან, ხან მეორეში

ამ ადამიანების განცხადებებს არანაირი ფასი არ აქვს. უსაქმური ადამიანები არიან, რომლებიც ხან ერთ ქვეყანაში ჩადიან, ხან მეორეში, - ასე შეაფასა პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ევროკავშირის 8 ქვეყნის საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეების საქართველოში ვიზიტი.

მისივე თქმით, დელეგაციის წევრები ევროპის სახელით საუბრობენ და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ საქართველოში არეულობა, დაძაბულობა მოხდეს.

„ამ ადამიანების განცხადებებს არანაირი ფასი არ აქვს. ეს არიან უსაქმური ადამიანები, რომლებიც ხან ერთ ქვეყანაში ჩადიან, ხან მეორეში. ჩვენ გვახსოვს, როცა ისინი ოპოზიციის აქციების დროს ჩამოვიდნენ, მათ შორის, ისინი სიტყვითაც გამოვიდნენ. ამ ადამიანებმა რით დაამახსოვრა თავი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას - სიცრუით. იმ სიცრუის პროპაგანდას, რასაც ჩვენ ვისმენდით ამ დროის განმავლობაში დღესაც აგრძელებენ. შესაბამისად, ყველამ ძალიან კარგად ვიცით, ეს ადამიანები რას წარმოადგენენ და ვინ არიან. მათ განცხადებებს არანაირი ფასი არ აქვთ.

ევროპა, ევროკავშირი სხვადასხვა ღირებულებებზე არის დაფუძნებული. რამდენიმე ღირებულებაა, რომელიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია. ერთ-ერთი არის მშვიდობა. შესაბამისად, ეს ადამიანები გველაპარაკებიან ევროპის სახელით და ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ქვეყანაში მოხდეს არეულობა, დაძაბულობა. არა მხოლოდ ახლა, არამედ ზოგადად ადრეც. თუ გავიხსენებთ რამდენიმე თვის წინ რა განცხადებებს აკეთებდნენ, ჩვეულებრივი მავნებლები არიან. ყველაფერს თავისი სახელი უნდა დავარქვათ! ეს ადამიანები პატივს არ სცემს ჩვენს ქვეყანას, სახელმწიფოებრიობას, ქართველ ხალხს. შესაბამისად, ასეთი ადამიანების განცხადებებს, ქმედებებს - ყველაფერს აქვს ჩალის ფასი. ასე რომ, ზურაბიშვილი და სხვა წვრილფეხა პოლიტიკოსები, რადიკალები, რომელიც ქვეყნის შიგნით არიან, რომლებიც ოპოზიციურ ფრთას წარმოადგენენ. ესენი ყველანი ერთნი არიან. გარედანაც ვინც აკეთებს განცხადებებს ერთნი არიან და ერთი ფრთის ქვეშ არიან, ერთი პატრონი ჰყავთ.

ჩვენ რამდენიმე თვის წინ მოვისმინეთ ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირების განცხადება, რომ საქართველოს მთავრობის მაღალი თანამდებობის პირებს არ შეხვდებოდნენ. თუ იგივე კონტექსტში ვსაუბრობთ, ეს საბჭოურია. ეს საბჭოური მიდგომა და დამოკიდებულება მოდის ამ რადიკალებისგან, რომლის ნაწილი დღეს საქართველოში არის და რომლის განცხადებებს ჩვენ გარედან ვისმენდით”, - განაცხადა კალაძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია