განათლების გზაზე არ გაჩერდე - „საქართველოს ბანკი“ თბილისის წიგნის დღეების გენერალური სპონსორია

15-17 ნოემბერს, „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში თბილისის წიგნის დღეები გაიმართება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფესტივალის გენერალური სპონსორი „საქართველოს ბანკია“.

„თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, შეიძინოს ათობით გამომცემლობის წიგნები, აღმოაჩინონ ახალი გამოცემები და ისარგებლონ ფასდაკლებით. საგამოფენო სივრცეში ასევე გაიმართება შეხვედრები მწერლებთან, ჩატარდება დისკუსიები აქტუალურ თემებზე, წარმოდგენილი იქნება გასართობი და შემეცნებითი პროგრამები.

ამასთან, მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, ისარგებლონ „საქართველოს ბანკის“ სპეციალური შეთავაზებით - დააგროვონ 30-ჯერ მეტი ქულა „საქართველოს ბანკის“ პოსტერმინალზე PLUS ბარათით გადახდისას. sCool Card-ითა და Student Card-ით გადახდისას კი მოსწავლეები და სტუდენტები ისარგებლებენ სპეციალური ფასდაკლებითა და ქეშბექით.

ეწვიე თბილისის წიგნის დღეების ფესტივალს, აღმოაჩინე ახალი ლიტერატურული თავგადასავლები და განათლების გზაზე არ გაჩერდე.

„საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთი პრიორიტეტი ახალგაზრდებისთვის ფორმალურ და არაფორმალურ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდაა. ამ კუთხით ბანკი 40-ზე მეტ პროექტს ახორციელებს და უჭერს მხარს. მათ შორისაა, საქართველოს ბანკის ინოვაციური ბიბლიოთეკები, რომლებიც საქართველოს მასშტაბით 11 რეგიონის 24 სკოლაში ფუნქციონირებს და 18 000-ზე მეტი ახალგაზრდისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობას. ამასთან, „საქართველოს ბანკი“ ერთ წელზე მეტია სტიპენდიების პროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც 22 პარტნიორ უნივერსიტეტში სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება. უკვე გამოვლინდა „საქართველოს ბანკის“ 160-ზე მეტი სტიპენდიატი და მათი რაოდენობა იზრდება. „საქართველოს ბანკის“ მიერ Fulbright-ის, CHEVENING-ისა და ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამის ფარგლებში კი უკვე 60 ახალგაზრდა გაემგზავრა დიდ ბრიტანეთში, აშშ-სა და გერმანიაში სასწავლებლად.

„საქართველოს ბანკის“ CSR პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს: csr.bog.ge“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს