ლევან ცუცქირიძე - ვიბრძვით იმისთვის, რომ ჩვენ ზოოპარკის მშვიდობა ნამდვილ მშვიდობად არ შემოგვასაღონ

ვიბრძვით იმისთვის, რომ ჩვენ ზოოპარკის მშვიდობა ნამდვილ მშვიდობად არ შემოგვასაღონ , - ამის შესახებ “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ცუცქირიძემ აქციის დროს, სცენაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ცუცქირიძემ სცენიდან მადლობა გადაუხადა ევროპელ მეგობრებს იმისთვის, რომ ქვეყნის დემოკრატიის მშენებლობაში დიდი წვლილი აქვთ შეტანილი.

“ადამიანები, რომლებიც კარგად აცნობიერებთ, რა დევს დღეს სასწორზე, რომლებიც კარგად აცნობიერებთ, საით შეიძლება წავიდეს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი სახელმწიფო, თუ კი ჩვენ არ ვაჩვენებთ ყველანი ერთად იმას, რომ საქართველოში ცხოვრობენ თავისუფალი ნების მქონე გაბედული მოქალაქეები და არა მორჩილი ადამიანების მასა, რომელსაც შეუძლია ნებისმიერ ტყუილს, ნებისმიერ დეზინფორმაციას, ნებისმიერ ტრიუკს აჰყვეს და ღრმად წაჰყვეს, გადაჰყვეს რუსულ ხელისუფლებას მორევში. მე ძალიან მიხარია, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ჩვენ ვართ ერთად, არ ვიღლებით და ვიბრძვით იმისთვის, რომ ჩვენ ზოოპარკის მშვიდობა ნამდვილ მშვიდობად არ შემოგვასაღონ, ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში მივიღოთ მშვიდობა, დაცულობა, უსაფრთხოება, კეთილდღეობა, განვითარება, ისეთი სისტემა და ისეთი სახელმწიფო, სადაც ხელისუფლება ხალხის დამორჩილებისთვის კი არ მოქმედებს, სადაც მთავრობა იმისათვის კი არ არის, რომ ხალხი აკონტროლოს, არამედ ის ექვემდებარება ხალხის ნებას, ხალხი არის ძალაუფლების წყარო, ხელისუფლების მიტაცება და მითვისება დანაშაულია, ჩვენ ამის შესაძლებლობა არავის უნდა მივცეთ და ეს ბრძოლა სწორედ ამის მაჩვენებელია, რომ საქართველოში ფეთქავს ძლიერი ძარღვი, ძლიერი ძალა, თავისუფლებისთვის ბრძოლისთვის, დემოკრატიისთვის ბრძოლისთვის, ამ ქვეყნის ნათელი მომავლისთვის, რომ ჩვენ ვართ ერთობა, რომელსაც გვაქვს სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნება, სხვადასხვა შეხედულება მრავალ თემაზე, მაგრამ ერთი რამ ყველას გვაერთიანებს - ჩვენ გვინდა, ეს ქვეყანა იყოს თავისუფალი სახელმწიფო, რომელიც იქნება პროგრესის, განვითარების ფერხულში, რომელიც იქნება დაცული და უსაფრთხო,სადაც ადამიანებს არ შეეშინდებათ პოლიტიკური შეხედულებების გამო სამსახურის დაკარგვის და სადაც არასდროს არავინ დაემუქრება ადამიანებს მათი ციხეში ჩაყრით იმის გამო, რომ განსხვავებული მოსაზრებები აქვთ. ამისთვის არ ვეგუებით იმ ფალსიფიკაციას, რომელსაც რეალობად გვასაღებენ.

დღეს კიდევ ერთი მიზეზი გვაქვს შეკრების - ეს არის შეხვედრა ჩვენს ევროპელ მეგობრებთან, რომლებიც ახლა მოემართებიან ფეხით და ძალიან მალე შემოგვიერთდებიან აქ. ჩვენ არ დაგვიწყებია, რამხელა წვლილი მიუძღვით მათ იმაში, რომ საქართველომ გადაარჩინა თავისი დამოუკიდებლობა, როგორ გვეხმარებოდნენ ისინი ჩვენი ინსტიტუტების შექმნაში, სხვადასხვა რეფორმების განხორციელებაში. ქარ დავივიწყებთ იმას, რომ როდესაც რუსეთი გვიპირებდა გაქრობას, ისინი აქ იდგნენ თბილისში და საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ჩვენთან ერთად იცავდნენ ჩვენს დამოუკიდებლობას”, - განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.

გიორგი მელაშვილი - როდესაც ხელისუფლების მეთაური ღია წერილში ფონ დერ ლაიენს მიუთითებს, რომ ევროპა „შორდება პრინციპებს, რომლებმაც ის სიმბოლოდ აქცია“, ფაქტობრივად აანონსებს, რომ თავად უკვე სხვა იდეოლოგიურ კოორდინატთა სისტემაში მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 18.05.2026
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა
ნიკა ლომია კავკასიის უნივერსიტეტის პროგრამას „ცოდნის ელჩები“ შეუერთდა
VISION BMW ALPINA: სიჩქარის დახვეწილი ფორმა