ჩრდილოეთ კორეამ რუსეთთან გაფორმებული თავდაცვის ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა

ჩრდილოეთ კორეამ რუსეთთან ხელმოწერილი თავდაცვის ორმხრივი ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინა, - ინფორმაციას Reuters-ი ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პაქტის რატიფიკაციის შესახებ განკარგულებას ხელი ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა მოაწერა და დოკუმენტი ძალაში მაშინ შევა, როდესაც მხარეები რატიფიკაციის ინსტრუმენტებს გაცვლიან.

ვლადიმერ პუტინმა ჩრდილოეთ კორეასთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების რატიფიკაციის კანონს ხელი ორი დღის წინ მოაწერა.

ხელშეკრულების ერთ-ერთი მუხლის თანახმად, თუ რომელიმე ხელმომწერი მხარე ექვემდებარება შეიარაღებულ თავდასხმას სხვა სახელმწიფოს ან რამდენიმე ქვეყნის მხრიდან, მაშინ მეორე მონაწილე დაუყოვნებლივ გაუწევს სამხედრო და სხვა სახის დახმარებას ყველა არსებული საშუალებით.

დოკუმენტს ვლადიმერ პუტინმა და კიმ ჩენ ინმა ხელი ივნისში, პუტინის ფხენიანში ვიზიტის დროს მოაწერეს.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება