ახალგაზრდობის სააგენტო 2024 წლის საუკეთესო მოხალისის ეროვნული ჯილდოს მფლობელს გამოავლენს

ახალგაზრდობის სააგენტო 2024 წლის საუკეთესო მოხალისის ეროვნული ჯილდოს მფლობელს გამოავლენს.

ახალგაზრდობის სააგენტოს ცნობით, ღონისძიება სააგენტოს მხარდაჭერით და „ჰელფინგ ჰენდის“ ორგანიზებით გაიმართება.

მათივე განმარტებით, წლის საუკეთესო მოხალისის ეროვნული ჯილდოს ტრადიციის დამკვიდრების მიზანია ახალგაზრდული მოხალისეობის მხარდაჭერა და წახალისება, ასევე, მადლიერების გამოხატვა იმ მოქალაქეებისადმი, რომლებიც უანგაროდ ეხმარებიან მოწყვლად ჯგუფებს, სოციალურად დაუცველ თუ სხვადასხვა საჭიროების მქონე ადამიანებს.

„გამარჯვებულები ორ ასაკობრივ კატეგორიაში - მოზარდების (13-18) და ახალგაზრდების (19-29) ჯგუფიდან შეირჩევა, ჯილდო კი სხვადასხვა თემატიკის შესაბამისად გადანაწილდება - განათლება, ადამიანის უფლებები, სოციალური სფერო, მოხალისეობის განვითარება, სპორტი და ჯანსაღი ცხოვრება, გარემოსდაცვითი მოხალისეობა და ა.შ.

შეავსე აპლიკაცია და გახდი მოხალისის ეროვნული ჯილდოს მფლობელი. ასევე მოხალისეების წარდგენა შეუძლიათ სამოქალაქო ორგანიზაციებს და ფიზიკურ პირებს. აპლიკაცია - https://forms.gle/Q11U7CzbfqmwoZFB8 მიიღება 2024 წლის 22 ნოემბრის ჩათვლით.

საუკეთესო მოხალისეებს საქართველოს მასშტაბით სპეციალური კომისია გამოავლენს, ხოლო მოხალისეთა დაჯილდოება 5 დეკემბერს გაიმართება!

ინფორმაციისთვის: მოხალისის ეროვნული ჯილდოს მფლობელები პირველად 2020 წელს, პროგრამის - „ახალგაზრდული მოხალისეობა COVID 19-ის საპასუხოდ საქართველოში“ - ფარგლებში გამოვლინდნენ. 2020 წლის შემდეგ კონკურსს ტრადიციული სახე მიეცა და ყოველწლიურად აღინიშნება“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - საქართველო რეგიონის გეოგრაფიული ცენტრია, ამიტომ ლოგიკურია, თუ თეირანი, პეკინი და მოსკოვი ცდილობენ, თბილისთან ახლო ურთიერთობები დაამყარონ და ერთგვარად თავის „ბანაკში“ გადმოიბირონ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2026
PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
მყინვარწვერის გზაზე უკვე მაგთის 5G-ია
საერთაშორისო ფინანსურმა ინსტიტუტმა ქართულ ფინტექს ნდობა გამოუცხადა - Kursi.ge-ს ახალი ეტაპი
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვების ახალ ეტაპზე წარმოდგენილი ერთეულები რამდენიმე საათში სრულად გაიყიდა