„ჯივიპი“ გახოკიძის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის ფარგლებში ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ 2024 წლის საინვესტიციო გეგმის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს - გახოკიძის ქუჩის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას აქტიურად აგრძელებს. პროექტში კომპანია 20 მლნ ლარის ინვესტიციას ახორციელებს. აღნიშნულ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.

კომპანიის ცნობით, გახოკიძის ქუჩის რეაბილიტაციის ფარგლებში მიმდინარე ეტაპზე განახლდა 8.5 კმ-მდე სიგრძის წყალსადენის მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელები, 2.6 კმ-ზე მეტი სიგრძის წყალარინების ქსელი, დამონტაჟდა 87 ერთეული ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული, მოეწყო 81 საკვანძო ჭა და 10 სახანძრო ჰიდრანტი.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები ახალ ქსელზე გადაერთებით სამუშაოებს, ხვალ, 13 ნოემბრის დილის 06:00 საათზე დაიწყებენ და მთელი დღის განმავლობაში აქტიურ რეჟიმში განახორციელებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, ხვალ, 13 ნოემბრის დილის 06:00 საათიდან 14 ნოემბრის დღის 12:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

სამგორის რაიონში - ვარკეთილის III მასივს, კალოუბნის, თრიალეთის, საცხენისის, შუამთის, წნორის წყლის, ელდარის, გახოკიძის, ჯავახეთის, გ. აბაშვილის, ლორთქიფანიძის, კაკლიანისა და ბერიშვილის ქუჩებს; კახეთის გზატკეცილის N7, N10 და N44-76 (ლუწ ნომრებს).

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე, კომპანია მოსახლეობას სასმელ წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია