ბაზისბანკის იურიდიული პირების საკრედიტო პორტფელმა 2 მილიარდი ლარი შეადგინა

2024 წლის მესამე კვარტლის ფინანსური შედეგებით, ბაზისბანკის მთლიანი აქტივები წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 14.2%-ით გაიზარდა და 3.8 მილიარდი ლარი შეადგინა. ბაზისბანკის მთლიანმა საკრედიტო პორტფელმა 2.7 მილიარდ ლარს გადააჭარბა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან ზრდა 451 მილიონი ლარია.

ბაზისბანკი, იურიდიული პირების დაკრედიტებით კვლავ სტაბილურად პოზიციონირებს უმსხვილესი ბანკების სამეულში და მესამე კვარტლის მონაცემებით, ბიზნესის საკრედიტო პორტფელმა 2 მილიარდი ლარი შეადგინა. ფიზიკური პირების სესხების მოცულობამ 860 მილიონი ლარი შეადგინა.

ბაზისბანკის სადეპოზიტო პორტფელი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 238 მილიონი ლარით, 2.3 მილიარდ ლარამდე გაიზარდა. მათ შორის, ფიზიკური პირების დეპოზიტების ზრდამ, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 218 მილიონი ლარი შეადგინა.

ბაზისბანკის ჯგუფში შემავალი სალიზინგო და სადაზღვევო კომპანიების ფინანსური მონაცემებით, ბბ ლიზინგის საკრედიტო პორტფელმა 40 მილიონ ლარს მიაღწია, პორტფელის ზრდამ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 61% შეადგინა. 2024 წლის მესამე კვარტლის მონაცემებით, ბბ დაზღვევის მიერ მოზიდული პრემია 19.6 მილიონი ლარია, პრემიის ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 65%.

2024 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, ბაზისბანკის ჯგუფის წმინდა მოგებამ 63.4 მილიონი ლარი შეადგინა. უკუგებამ მთლიან აქტივებზე (ROA) 2.34%, ხოლო უკუგებამ საკუთარ კაპიტალზე (ROE) 14.84% შეადგინა.

ბაზისბანკმა, 2024 წლის მესამე კვარტალში, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა მწვანე და სოციალური პროექტების დაფინანსების მიმართულებით. პირველად საქართველოში, მწვანე და სოციალური პროექტების დასაფინანსებლად, 20 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების მდგრადი საჯარო ობლიგაციები განათავსა, რაც მდგრადი ობლიგაციების პირველი გამოშვება და კომერციული ბანკის მიერ განხორციელებული პირველი საჯარო ემისიაა ადგილობრივ ბაზარზე.

ბაზისბანკს, EFSE და GGF ფონდს შორის პარტნიორობა კიდევ უფრო გაფართოვდა და ბანკმა ჯამში 20 მილიონი ევროს სუბორდინირებული და გრძელვადიანი მწვანე სესხი მიიღო. დაფინანსების პაკეტი მეორადი კაპიტალის რესურსის გამყარებას და ბანკის მიერ დაკრედიტების გაფართოებას, განსაკუთრებით კი მცირე და საშუალო ზომის საწარმოების მდგრადი ინვესტიციებით უზრუნველყოფას მოხმარდება.

(R)

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია