ანონსი 13 ნოემბერი

13 ნოემბერს, 04:45 საათზე, ეტლით ფარიკაობაში პიზის 2024 წლის მსოფლიო თასის გათამაშებიდან თბილისში ოქროს მედლით ირმა ხეცურიანი და ვერცხლის მედლით ნინა თიბილაშვილი ბრუნდებიან. მედალოსნები თბილისის აეროპორტში მიუნხენის რეისით ჩამოვლენ.

მის: თბილისის აეროპორტი.

საკონტაქტო: ნინო მეუნარგია - 599874774

13 ნოემბერს, 11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში განიხილება "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" სარჩელი ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ.

მის: დავით აღმაშენებლის #65

საკ: მაკუნა ჟვანია 599 43 43 08

13 ნოემბერს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ჯემალ გამახარიას პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „არეულობა და დაძაბული ვითარება ოკუპირებულ აფხაზეთში: ე.წ. ოპოზიციის წარმომადგენლების დაკავება, კაბალური, რუსულ -აფხაზური ე.წ შეთანხმებები და ადგილობრივების მწვავე პროტესტი“.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57.

საკონტაქტო: 593 53 45 24

13 ნოემბერს, 11:00 საათზე, „საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარე მალხაზ დოლიძე მედიაცენტრ „მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

მის: ერწოს ქ.N11

საკონტაქტო: 599 726 565

13 ნოემბერს, 11:00 საათზე, „სამართლიანი არჩევნები“ ბრიფინგს გამართავს.

თემა: „26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა აქტივობა“.

მის: კოსტავას 43ა

საკონტაქტო: მარიამ მაღულარია - 595 51 94 51

13 ნოემბერს, 11:20 საათზე, „ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის” აღმასრულებელი დირექტორი ლევან სილაგავა მედიაცენტრ “მთავარში" პრესკონფერენციას გამართავს.

მის: ერწოს ქ.N11

საკონტაქტო: 599 726 565

13 ნოემბერს, 12:30 საათზე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობის მიმდებარედ ქალები საპროტესტო აქციას - „დავუბრუნოთ ჩვენი ხმა“ გამართავენ.

მის: დავით აღმაშენებლის ხეივანი 138ა

13 ნოემბერს, 13:00 საათზე, უსინათლოთა კულტურის ცენტრში უსინათლოთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება, რომლის ფარგლებშიც უსინათლო მკითხველების ჩართულობით გაიმართება დისკუსია მოწვეულ მწერლებთან - ქეთევან გაბინაშვილთან და სვეტა კვარაცხელიასთან. მონაწილეობას ასევე მიიღებენ ცენტრის ვაჟთა და ქალთა ანსამბლები - „კრწანისი” და ელიო“.

მის: რუსთავის გზატკეცილი #20 ა, საქართველოს ბიზნეს აკადემიის გვერდით, ქვემო ფონიჭალა.

საკონტაქტო: 598 910 896

13 ნოემბერს, 13:00 საათზე, თბილისში, საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის ოფისთან „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ქეთევან თურაზაშვილი, ამავე კომისიის წევრ შორენა ბუხრაშვილთან და იურისტ გიორგი რეხვიაშვილთან ერთად პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: „საბურთალოს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი თეონა ჯაფარიძე, „ქართული ოცნების“ მფარველობით, კვლავ თანამდებობაზეა და მის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიების მიუხედავად, რომელიც ქეთევან თურაზაშვილის მამის გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით მიმდინარეობს, არც ერთი წუთით არ ჩამოუშორებიათ საქმიანობას“.

მის: ვაჟა-ფშაველას 32, (ვაჟა-ფშაველასა და ასათიანის ქუჩების კვეთა)

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია