ნინო ლაცაბიძე - საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურის განვითარება სამთავრობო გუნდის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია

რუსთავში, საქართველოს მთავრობის ინიციატივით დაწყებული პროექტის ფარგლებში, ორი ახალი საბავშვო ბაღი შენდება, ორს კი სრული რეაბილიტაცია უტარდება.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას რუსთვის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს პარლამენტის წევრ ირაკლი შატაკიშვილთან, რეგიონული განვითარების ფონდის წარმომადგენლებთან და მოადგილე კახა გურულთან ერთად, სამუშაო ფორმატში ადგილზე გაეცნო.

„საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურის განვითარება სამთავრობო გუნდის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მიხარია, რომ ქვეყნის მასშტაბით 900-მდე ბაღს უტარდება რეაბილიტაცია, შენდება ახალი საბავშვო ბაღები, მათ შორის, რუსთავში. ჩვენს ქალაქში 4 ბაგა-ბაღის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს და განახლებულ, ევროპული სტანდარტების შესაბამის შენობებში დაუბრუნდებიან ბავშვები სააღმზრდელო პროცესს. რუსთავის მერიის გუნდი კი ვაგრძელებთ იმ რეფორმებზე მუშაობას, რომელიც უშუალოდ ბაგა-ბაღებში სასწავლო პროცესის განვითარებას შეუწყობს ხელს”, - განაცხადა რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ.

მერიის ინფორმაციით, 23-ე საჯარო ბაღში, სადაც სამუშაოები ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს, შენობის სრული განახლებაა გათვალისწინებული. პროექტის დასრულების შემდეგ, საბავშვო ბაღი 6 სააღმზრდელო ჯგუფს და 180 აღსაზრდელს მოემსახურება. განახლებული შენობა, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, სააღმზრდელო პროცესის და ინკლუზიური განათლებისთვის საჭირო სივრცეებით და ახალი ინვენტარით იქნება უზრუნველყოფილი.

ანალოგიური სამუშაოები მიმდინარეობს 31-ე ბაგა-ბაღშიც, სადაც რეაბილიტაციის პროცესის დასრულების შემდეგ, სრულად განახლებულ და შშმ ბავშვებისთვის ადაპტირებულ გარემოში, 12 სააღმზრდელო ჯგუფში 400 ბავშვის მიღება იქნება შესაძლებელი.

„დაწყებულია ორი ახალი ბაგა-ბაღის მშენებლობის პროცესიც. რუსთავის მერიის ბაგა-ბაღების გაერთიანების N11 და N25 ფილიალების ავარიული შენობების ადგილზე, ახალი საბავშვო ბაღები შენდება.

N11 საბავშვო ბაღი, სადაც პროექტის დაწყებამდე, 6 სააღმზრდელო ჯგუფი ფუნქციონირებდა, ახალ შენობაში, უკვე 12 ჯგუფში მიიღებს აღსაზრდელებს და 180-ის ნაცვლად, 400 რუსთაველ ბავშვს მიაწვდის თანამედროვე სტანდარტების შესაბამის სერვისს.

ახალი საბავშვო ბაღი შენდება რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების N25 ფილიალის ადგილზეც, რომელიც პროექტის დაწყებამდე, 12 სააღმზრდელო ჯგუფს ემსახურებოდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ, კი 25-ე საბავშვო ბაღი, საჭირო სერვისის შეთავაზებას უკვე 18 სააღმზრდელო ჯგუფისთვის შეძლებს.

საქართველოს მთავრობის ინიციატივით მიმდინარე პროექტის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, მშენებლობა-რეაბილიტაცია 885 საბავშვო ბაღში განხორციელდება. პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში