დონეცკის ოლქის 16 დასახლებაში ბავშვებისა და მათი მშობლების სავალდებულო ევაკუაცია გამოცხადდა

უკრაინის დონეცკის ოლქის 16 დასახლებაში ბავშვებისა და მათი მშობლების ან სხვა კანონიერი წარმომადგენლების სავალდებულო ევაკუაცია გამოცხადდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია დონეცკის რეგიონულ სახელმწიფო ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სავალდებულო ევაკუაციის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილება მოსახლეობის სავალდებულო ევაკუაციის საკითხებზე საკოორდინაციო შტაბის სხდომაზე დამტკიცდა.

დონეცკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე შევჩენკომ განაცხადა, რომ ოქმის ხელმოწერის მომენტში მითითებულ დასახლებებში 174 ბავშვი ცხოვრობდა, რომლებიც უკვე ევაკუირებული იყვნენ. ამავდროულად, დაახლოებით 1600 ადამიანი კვლავ რჩება ამ თემებში.

შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ დონეცკის ოლქში კაშხლის დაზიანების შედეგად კურახოვოს წყალსაცავიდან 20 მილიონი კუბური მეტრი წყალი დაიღვარა, მაგრამ საცხოვრებელი სახლების დატბორვის და ადგილობრივი მოსახლეობისთვის საფრთხის შექმნის საშიშროება არ არსებობს.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
Petra Group-სა და Mitsubishi-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის მემორანდუმი გაფორმდა
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია