ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - ირანს მისი მშვიდობიანი ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებების მაგიდა არასდროს დაუტოვებია

ირანს მისი მშვიდობიანი ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებების მაგიდა არასდროს დაუტოვებია, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორთან, რაფაელ გროსისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ირანს მისი მშვიდობიანი ბირთვული პროგრამის შესახებ მოლაპარაკებების მაგიდა არასდროს დაუტოვებია. როგორც ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულების ერთგულ წევრს, ჩვენ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან სრულ თანამშრომლობას ვაგრძელებთ“, - განაცხადა აბას არაღჩიმ.

მისივე თქმით, აზრთა სხვადასხვაობა დიალოგითა და თანამშრომლობით უნდა მოგვარდეს.

„ბურთი ევროკავშირისა და სამეულის (საფრანგეთის, გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის) მოედანზეა. მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან და ხელშეუვალი უფლებებიდან გამომდინარე, მაგრამ ზეწოლისა და დაშინების ქვეშ მოლაპარაკებებისთვის მზად არ ვართ“, - აღნიშნა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ცნობისთვის, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორს დღეს თეირანში შეხვდა.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს