„მაკდონალდს საქართველომ“ McHappy Day-ის საქველმოქმედო კამპანია დაიწყო

„მაკდონალდს საქართველოსა“ და მისი ერთგული მომხმარებლების ჩართულობით, McHappy Day-ის კამპანიის ფარგლებში, აუტიზმის ცენტრის „პირამიდას“ ბენეფიციარი ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცეები შეიქმნა.

McHappy Day მსოფლიო მასშტაბით მრავალ ქვეყანაში სხვადასხვა აქტივობებსა და მხარდაჭერას მოიცავს. „მაკდონალდს საქართველომ“ ტრადიციული საქველმოქმედო კამპანია McHappy Day 1 ივნისს დაიწყო და წინა წლების მსგავსად, მიზნად დაისახა განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისთვის გარემოს გაუმჯობესება, საზოგადოებასთან ინტეგრაცია თუ განათლების ხელშეწყობა. ვინაიდან აუტიზმის სპექტრის დიაგნოზის მქონე ბავშვებისთვის, სოციალური უნარების გაუმჯობესება მთავარი გამოწვევაა, საქველმოქმედო კამპანიის ფარგლებში, „მაკდონალდს საქართველომ“ გარე სივრცეში მოდელირებული კოტეჯების მშენებლობაზე გააკეთა აქცენტი, რადგან მსგავსი წარმოსახვითი სავარჯიშოები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ავითარებს მათ კომუნიკაციის უნარებს, რაც ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოადგებათ.

მოდელირებული კოტეჯები მოიცავს ამბულატორიას, კაფესა და სილამაზის სალონს, რომლებიც აღჭურვილია შესაბამისად და სადაც შესაძლებელია სინამდვილესთან მაქსიმალურად ახლოს მოეწყოს სხვადასხვა სოციალური სიტუაციების სიმულაციური თამაშები.

ახლა პატარებს საკუთარი, განსაკუთრებული სამყარო აქვთ, სადაც თამაში, სწავლა და განვითარება ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის და გართობასთან ერთად ცხოვრებისეულ უნარებსაც ეუფლებიან. „პირამიდას“ ეზოებში განთავსებული ახალი სივრცეები ახალ შესაძლებლობებს უქმნის აუტიზმის სპექტრის მქონე პატარებს - გაიუმჯობესონ უნარები და მარტივად შეძლონ საზოგადოებაში ინტეგრაცია. კამპანიის ფარგლებში ცენტრს საჩუქრად მაკდონალდსის ფლეილენდის სხვადასხვა აღჭურვილობაც გადასცა.

რადგან მწვანე მიმართულება მაკდონალდს საქართველოსთვის პრიორიტეტს წარმოადგენს. მაკჰეფი დეის ფარგლებში, კომპანიამ „პირამიდას“ მცენარეების დარგვის პროექტიც დაუფინანსა. ბავშვები მცენარეებს საკუთარი ხელით მოხატულ ქოთნებში რგავენ. ასეთი პროექტები გარდა იმისა, რომ ბავშვებს გარემოზე ზრუნვასა და ბუნებასთან სიახლოვეს პატარაობიდანვე ასწავლის, ასევე მათი მოტორული უნარების განვითარებასაც შეუწყობს ხელს. აღნიშნული პროექტი ცენტრში უკვე მიმდინარეობს და 11 ნოემბერს ერთ-ერთი მსგავსი აქტივობაც მოეწყო. პროექტია გრძელვადიანია, რომელიც სამომავლოდ, კიდევ არაერთ სესიას მოიცავს.

მაკდონალდსის მისია ბავშვებისთვის ჯადოსნური მომენტების შექმნაა, ის ყოველთვის მხიარულებასთან და ბედნიერებასთან ასოცირდება. ამჯერად, მაკდონალდსი „პირამიდას“ ბენეფიციარებს ცენტრში ესტუმრა და ერთი ლამაზი დღე აჩუქა: მათი საყვარელი პროდუქტებით გაუმასპინძლდა, დაასაჩუქრა და სხვადასხვა გასართობი აქტივობები შესთავაზა.

„მაკდონალდს საქართველო“, როგორც სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია, McHappy Day-ის ფარგლებში წლებია ქმნის ისტორიებს, სადაც თითოეული თავი ახალი იმედით, სიხარულითა და წარმატებით არის სავსე. ასეულობით ბავშვის ღიმილი - ეს არის შედეგი იმ მრავალწლიანი საქველმოქმედო კამპანიისა, რომელიც კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის მთავარ გამოხატულებად იქცა. Mc Happy Day-ის საქველმოქმედო კამპანიას, რომლის ფარგლებშიც ჩვენ არა ერთ ორგანიზაციას და ასეულობით ბავშვს დავეხმარეთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების თანადგომა და მუდმივად ვცდილობთ მათ გაძლიერებასა და საზოგადოებაში ინტეგრაციას. წელს გადავწყვიტეთ კიდევ ერთ ბენეფიციარ ორგანიზაციისთვის, აღმოგვეჩნა დახმარება. მომხმარებლების თანამონაწილეობით, შევქმენით მოდელირებული სოციალურ გარემო განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის, რათა გაიუმჯობესონ უნარები და მარტივად შეძლონ საზოგადოებაში ინტეგრაცია. იქედან გამომდინარე, რომ „მაკდონალდს საქართველოსთვის“ გამწვანება და გარემოზე ზრუნვა პრიორიტეტია და ამ მიმართულებით არაერთ ინიციატივას ვახორციელებთ, McHappy Day-ის კამპანიის ფარგლებში, ცენტრს ასევე დავუფინანსეთ მცენარეების დარგვის პროექტიც. მნიშვნელოვანია, რომ გარემოზე ზრუნვა ბავშვებმა პატარა ასაკიდანვე დაიწყონ. მაკდონალდსისთვის თითოეული ბავშვი განსაკუთრებული და მნიშვნელოვანია. გვინდა მათ სახეზე ღიმილს მუდმივად ვხედავდეთ,“ - აღნიშნავს „მაკდონალდს საქართველოს“ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ელენე ბაღათურია.

„ჩვენი ბენეფიციარები იღებენ საათობრივი თერაპიის სერვისს. ჩვენ მუდმივად ვთავაზობთ მშობლებს, რომ თერაპიის შემდეგ, ბავშვებმა მეტი დრო გაატარონ ეზოში, სადაც, შეძლებენ ერთმანეთთან კომუნიკაციას და თავისუფალი დროის მიზანმიმართულად გატარებას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა დახმარების ხელს გიწვდის ბიზნესი და ცდილობს პატარების სოციალური ყოფა კიდევ უფრო კომფორტული და მათზე მორგებული გახადოს. მოდელირებული სოციალურ გარემო განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის სწორედ, „მაკდონალდს საქართველოს“ ხელშეწყობით შეიქმნა. მადლობა მაკდონალდსს ასეთი საინტერესო პროექტისა და მხარდაჭერისთვის. მათმა გულისხმიერებამ და ჩართულობამ, კიდევ უფრო, გააუმჯობესა ჩვენი ბენეფიციარების ყოველდღიურობა და სოციალური გარემოც. დღეს ისინი სივრცეში გვესტუმრნენ და ჩვენს ბენეფიციარებს ერთი ლამაზი დღე განსაკუთრებულად გაულამაზეს. მაკდონალდსი ყოველთვის ცდილობს, ჩვენს პატარებს ჯადოსნური მომენტები შეუქმნას,“ - ამბობს „პირამიდას“ ცენტრის დირექტორი სალომე გაბაძე.

წლევანდელი საქველმოქმედო კამპანიის მთავარი გზავნილია “გაუწოდე დახმარების ხელი” და მაკდონალდსის შეწირულობასთან ერთად, მომხარებელსაც შეეძლო მონაწილეობა. მთელი ზაფხულის განმავლობაში, McHappy Day-ის ვიზუალის სტიკერი სიმბოლურ ფასად, 1,5 ლარად გაიყიდა, შემოსული თანხა კი სრულად აუტიზმის ცენტრ „პირამიდას“ ბენეფიციარი ბავშვების შემეცნებით პროექტებსა და ცენტრების შესაბამისად აღჭურვას მოხმარდა. გარდა ამისა, მაკდონალდსის ერთგულ მომხმარებლებს შესაძლებლობა მიეცა, აპლიკაციის ქულების სანაცვლოდ განეხორციელებინა დონაცია და განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებს დახმარებოდა.

მაკდონალდსისთვის საქველმოქმედო საქმე კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილია და ის ყოველწლიურად, McHappy Day-სა თუ სხვა კამპანიების ფარგლებში, მრავალ ორგანიზაციას ეხმარება მომხმარებელთა აქტიური ჩართულობით. McHappy Day-ის საქველმოქმედო კამპანიის ფარგლებში გასული წლების განმავლობაში მაკდონალდსმა ზუგდიდში, ქუთაისში, რუსთავში, თბილისსა თუ კოჯორში დახმარება გაუწია მრავალ ორგანიზაციას და სამომავლოდაც გააგრძელებს სხვადასხვა ბენეფიციარების დახმარებასა და მხარდაჭერას.

(R)

მირიან მირიანაშვილი - თუ რუსეთმა აშშ-თან უკრაინაში ომის დასრულების შეთანხმება ვერ დადო, ანუ, თუ სი ძინ პინი „ვერ გადააგდო“, მაშინ საქართველო რუსეთის გავლენის სფეროში ვერ აღმოჩნდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ