თბილისის მერია - ვაცლავ ჰაველის სახელობის სკვერში, მისი ალტერ ეგოს - ფერდინანდ ვანეკის სკამის ანალოგი დამონტაჟდა

ვაკის რაიონში, ვაცლავ ჰაველის სახელობის სკვერში, სადაც ჩეხოსლოვაკიის უკანასკნელი და ჩეხეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის ძეგლია განთავსებული, მისი ალტერ ეგოსა და მისი ერთ-ერთი პიესის „აუდიენცია" პერსონაჟის, ფერდინანდ ვანეკის სკამის ანალოგი დამონტაჟდა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, დღესვე, ჩეხ პარტნიორებთან და მეგობრებთან ერთად აღინიშნა მათთვის მნიშვნელოვანი თარიღი - ხავერდოვანი რევოლუციის 35 წლისთავი, რომლითაც ჩეხოსლოვაკიაში მშვიდობიანი გზით დაემხო საბჭოთა რეჟიმი, რამდენიმე წელში კი ჩეხეთი დამოუკიდებელ რესპუბლიკად ჩამოყალიბდა.

ვაცლავ ჰაველის ძეგლი ყვავილებით შეამკეს ვაკის რაიონის გამგებელმა დავით კვინიკაძემ და ჩეხეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, პეტრ კუბერნატმა. ღონისძიებას ასევე საქართველოში ჩეხეთის საელჩოს, ასევე ჩეხური დიასპორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

„ნოემბერი და დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი თარიღია ჩეხეთის რესპუბლიკისთვის და ჩეხი ხალხისთვის. ჩვენი მეგობრობა წლებს ითვლის, ვაკის რაიონი და პრაღა 6-ის რაიონი დამეგობრებული რაიონებია და ჩეხეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის ძეგლი სწორედ აქ, ვაკის გამგეობის ეზოში - ვაცლავ ჰაველის სახელობის სკვერშია დამონტაჟებული. ჩვენთვის დიდი პატივია ეს ღირშესანიშნავი თარიღი ჩვენს ჩეხ მეგობრებთან ერთად აღვნიშნოთ", - განაცხადა დავით კვინიკაძემ.

„ვაცლავ ჰაველის ალტერ ეგოს - ფერდინანდ ვანეკის სკამის ერთი ნაწილი სიმბოლურად ლუდის კასრის ფორმისაა, რადგან ვაცლავ ჰაველი ერთ დროს ტრუტნოვში, ლუდსახარშ ქარხანაში მუშაობდა. გარდა ამისა, ჰაველის პიესაში "აუდიენცია" ერთ-ერთი სცენის სიუჟეტი სწორედ ლუდსახარშშია განვითარებული. ამ სცენის ორი პერსონაჟიდან ერთ-ერთია ზემოთ ხსენებული ფერდინანდ ვანეკი. სკამზე ამოტვიფრულია ციტატა ზემოთ ხსენებული პიესიდან: „მე, პრინციპში, ვერ მივიღებ მონაწილეობას ისეთ მოქმედებაში, რომელსაც არ ვეთანხმები".

აღნიშნული სკამი პირველად დეივისში, 2017 წლის 18 დეკემბერს, ვაცლავ ჰაველის გარდაცვალებიდან ზუსტად ექვსი წლის შემდეგ, ეროვნული ტექნიკური ბიბლიოთეკის შენობის წინ დაიდგა. ეს ტერიტორია რამდენიმე წუთის სავალზეა Dělostřelecká ქუჩიდან, სადაც ვაცლავ ჰაველი ცხოვრობდა“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს