ელენე ხოშტარია აქციის მონაწილეებს - აქ არის კარვები, წყალი, საკვები, გათბობა, პლედი, ყველანაირი საშუალება გექნებათ, რომ ღამე ვიყოთ, 24 საათი ვაჩვენებთ არა მხოლოდ ჩვენს გამძლეობას, არამედ შემართებას და გამარჯვების ჟინს

ჩვენ, პოლიტიკოსებს გვაქვს პასუხისმგებლობა, რომ თქვენ, მოქალაქეებმა მოგვეცით მანდატი არა იმისა, რომ სადღაც პარლამენტში შევიდეთ, არამედ იმის, რომ ეს ქვეყანა ევროპის გზაზე გავიყვანოთ, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ ჭავჭავაძის გამზირზე განაცხადა, სადაც კარვებია გაშლილი და 24-საათიანი პროტესტია დაგეგმილი.

მისი თქმით, ისინი ამ ვალდებულებას აიღებენ და ხალხთან ერთად შეასრულებენ.

„მივესალმები ყველას, ვინც რუსთაველიდან მოვიდა. ეს ბრძოლა არ არის არცერთი ცალკე აღებული პოლიტიკური პარტიის ან პოლიტიკოსის. ჩვენ, პოლიტიკოსებს გვაქვს პასუხისმგებლობა, რომ თქვენ, მოქალაქეებმა მოგვეცით მანდატი არა იმისა, რომ სადღაც პარლამენტში შევიდეთ, არამედ იმის, რომ ეს ქვეყანა ევროპის გზაზე გავიყვანოთ. ჩვენ ამ ვალდებულებას ავიღებთ და შევასრულებთ თქვენთან ერთად. დღეს ყველანი ვართ ერთიანი. რუსთაველიდან შემომავალი ხალხი ის ძალაა, რომელიც ამ ბრძოლას გასწევს“, - აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.

ამასთან, ხოშტარიამ მომიტინგეებს ტექნიკური დეტალები გააცნო და აღნიშნა, რომ ყველანაირი საშუალება ექნებათ, რომ იქ ღამე გაათენონ.

ასევე მინდა ტექნიკური ინფორმაცია მოგაწოდოთ: აქ არის წითელი კარვები, ყველაფერი ორგანიზებულია - წყალი, საკვები, გათბობა, პლედი და აბსოლუტურად ყველაფერი, რაც გჭირდებათ. ყველანაირი საშუალება გექნებათ, რომ აქ ღამე ვიყოთ. 24 საათი ვაჩვენებთ არამხოლოდ ჩვენს გამძლეობას, არამედ შემართებას და გამარჯვების ჟინს, რომელიც ყველა ქართველ მოქალაქეშია. ჩვენ, ლიდერები აქედან ფეხს არ მოვიცვლით, სანამ გამარჯვებამდე არ მივალთ“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

შეგახსენებთ, ამ წუთებში ჭავჭავაძის გამზირზე სამი კარავია გაშლილი. ადგილზე მიტანილია პლედები და პარალონები.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია