„საქსტატი“ - 2024 წლის III კვარტალში საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანილია 204.4 ათასი მგზავრი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის III კვარტალში საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადაყვანილია 204.4 ათასი მგზავრი, ხოლო მგზავრთბრუნვის მოცულობამ 597.9 მლნ. მგზავრ-კილომეტრი შეადგინა.

ამასთან, როგორც „საქსტატის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აღნიშნულ პერიოდში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა 45.0 პროცენტით, მგზავრთბრუნვის მოცულობა კი 69.1 პროცენტით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.

„2024 წლის III კვარტალში საქართველოს საჰაერო ტრანსპორტით გადატანილია 69.6 ათასი ტონა ტვირთი, ხოლო ტვირთბრუნვის მოცულობამ 159.8 მლნ. ტონა-კილომეტრი შეადგინა. აღნიშნულ პერიოდში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, გაიზარდა როგორც გადატანილი ტვირთის (2.5-ჯერ), ისე ტვირთბრუნვის (3.0-ჯერ) მოცულობა.

2024 წლის III კვარტალში საქართველოს აეროპორტები 2 462.5 ათას მგზავრს მოემსახურა1 , რაც 20.6 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს — აეროპორტებმა მიიღო 1 215.1 ათასი მგზავრი (21.2 პროცენტით მეტი), ხოლო აეროპორტებიდან გაემგზავრა 1 247.4 ათასი მგზავრი (20.1 პროცენტით მეტი). 2024 წლის III კვარტალში საქართველოს აეროპორტებში მგზავრთა ნაკადის 93.7 პროცენტი რეგულარულ ფრენებზე მოდიოდა. 2024 წლის III კვარტალში საქართველოს აეროპორტებიდან განხორციელებული სამგზავრო რეისების რაოდენობამ 9.4 ათასი შეადგინა, რაც 15.8 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. 2024 წლის III კვარტალში საქართველოს აეროპორტებში ტვირთისა და ფოსტის ნაკადის მოცულობამ 6.3 ათასი ტონა შეადგინა, საიდანაც 88.0 პროცენტი მიღებული ტვირთი და ფოსტა იყო, ხოლო 12.0 პროცენტი — გაგზავნილი“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია