მამუკა მდინარაძე - ხაზგასმით ვაცხადებ, ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა საგამოძიებო ორგანოების ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს

სამწუხაროა, რომ რადიკალური ოპოზიციის ტელემედიის ჟურნალისტები არც კი იმჩნევენ ხოლმე საკუთარი კოლეგების „ბულინგს“, შეურაცხყოფას და მშვიდად უყურებენ ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

ის საპროტესტო აქციებზე ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამგვარი დანაშაულებრივი ქმედებები არ უნდა დარჩეს არც საზოგადოების და არც საგამოძიებო ორგანოების ყურადღების მიღმა.

„მინდა მხარდაჭერა გამოვუცხადო ყველას, ვინც გახდით ასეთი ზეწოლის, „ბულინგის“ თუ დანაშაულის ობიექტები. ხაზგასმით და მკაფიოდ ვაცხადებ, ამგვარი დანაშაულებრივი ქმედებები არ უნდა დარჩეს არც საზოგადოების და არც საგამოძიებო ორგანოების ყურადღების მიღმა, მითუმეტეს, როდესაც ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა არის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული და ეს ყველამ უნდა გაითვალისწინოს. ასევე, სამწუხაროა, რომ რადიკალური ოპოზიციის ტელემედიის ჟურნალისტები არც კი იმჩნევენ ხოლმე საკუთარი კოლეგების „ბულინგს“, შეურაცხყოფას და მშვიდად უყურებენ ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებს. მათაც მოვუწოდებ, კეთილი ინებონ, ამ შემთხვევაში მაინც გამოიჩინონ კოლეგიალურობა, ერთი სიტყვა გაბედონ სხვა ჟურნალისტების დასაცავად და ამაზე მაინც ამოიღონ ხმა“, - განაცხადა მდინარაძემ.

მან აღნიშნა, რომ ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტებზე რეაგირება უნდა მოხდეს და ორმაგი სტანდარტი არ უნდა იყოს.

„სიმართლე რომ მწარეა, ეს სიმართლე ძალიან სტკივათ და როგორც ჩანს, „იმედისგან“ ეს სიმართლე ძალიან აწუხებთ. როცა ასეთი ფაშისტური მიდგომები არის, ამას ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში კანონი უპირისპირდება“, - განაცხადა მდინარაძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია