ვოლოდიმირ ზელენსკი - ამ ომზე კოლექტიური პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ რუსებს და არა მხოლოდ ერთ შეშლილს კრემლიდან

პასუხისმგებლობა იმ სისხლიან ომზე, რომელიც რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 1000 დღის წინ გააჩაღა, კოლექტიურად ეკისრება რუსებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის უმაღლეს რადაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„პუტინმა ომის დაწყების ბრძანება გასცა, მისი გარემოცვა ომის ორგანიზებას ახორციელებს, მაგრამ რუსული აგრესია ეყრდნობა მრავალი რუსის ქმედებებს და თანხმობას, პუტინმა შექმნა პირობები მკვლელობისთვის, მაგრამ რაკეტებს და დრონებს უშვებენ, უკრაინულ პოზიციებზე შტურმს ახორციელებენ, ჩვენს ტყვეებს აწამებენ და ომის მანქანას უზრუნველყოფენ რუსები და არა მხოლოდ ერთი შეშლილი კრემლში“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ამ ომზე პასუხისმგებლობა კოლექტიური უნდა იყოს, რადგან „რასაც ისინი აკეთებენ არ შეიძლება მიეწეროს მხოლოდ სახელმწიფო რეპრესიების ან პროპაგანდის ძალას.

„ომი რუსული კულტურის ნაწილია. და ამიტომ, ყველა რუსეთიდან, ვინც აცხადებს, რომ ამ ყველაფერს პუტინის ნორმის მიხედვით არ აღიქვამს, არაორაზროვნად უნდა მიუდგეს უკრაინის, ყირიმის, დონბასის, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პუტინთან დაკავშირებით გაცემულ ორდერსა და ომისთვის რუსეთის წინააღმდეგ ტრიბუნალის საკითხებს. ყველაფერი, რაც რუსეთმა გააკეთა ამ 1000 დღის განმავლობაში, ვერ დაიფარება ერთი ფრაზით: „არა ომს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე