ანა დოლიძე - საჭიროა თსუ-ს და მთლიანი განათლების დეოკუპაცია

საჭიროა თსუ-ს და მთლიანი განათლების დეოკუპაცია, - ამის შესახებ კოალიცია ,,ძლიერი საქართველოს" ერთ- ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ განაცხადა, რომელიც საპროტესტო აქციას შეუერთდა.

დოლიძის თქმით, "საქართველოს დეოკუპაციის მოძრაობა გრძელდება და არსად წასვლას არ აპირებს”.

„ეს ბრძოლა არის ორას-წლიანი და ერთი ორი ჩანჩურას გამო, ეს ბრძოლა ვერ და არ გაჩერდება. მე დამთავრებული მაქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასეთი „მიჩმორებული“ არასოდეს ყოფილა. საბჭოთა კავშირის დროსაც აქ იყო დუღილი, გადაჭედილი იყო აუდიტორიები, საუბარი იყო იდენტობაზე, კულტურაზე. ეს იყო ცენტრი ასეთი საქმიანობის და ეროვნული მოძრაობის. ახლა გადაქცეულია “კაპეზედ”. ეს მუხტი, რომელიც აქ არის, არსად არ გაქრება. ჩანჩურების ხროვა კი დიდი ხანი ვერ გაუძლებს, მე ამაში დარწმუნებული ვარ”, - განაცხადა ანა დოლიძემ, რომლის კომენტარსაც პრესსამსახური ავრცელებს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს