გენადი არველაძე - საქართველოს შეუძლია, იამაყოს გამჭვირვალე და სამართლიანი კონკურენციის პოლიტიკით

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის მესამე საერთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. კონფერენცია კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, ეროვნული ბანკის, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის და კომუნიკაციების კომისიის ერთობლივი ორგანიზებით იმართება.

ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, მინისტრის მოადგილე საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა და იმედი გამოთქვა, რომ ფორუმის ფარგლებში დაგეგმილი დისკუსიები ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას, გარდა ამისა, განხილული იქნება ისეთი კრიტიკული საკითხები, როგორიცაა ანტიდემპინგური პოლიტიკის ეფექტიანი აღსრულება, მომხმარებლის უფლებების დაცვა ელექტრონული კომერციის სექტორში და სხვ.

თავის გამოსვლაში, მინისტრის მოადგილემ ყურადღება კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებათა დაცვის მნიშვნელობაზე ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში გაამახვილა.

მისი თქმით, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, საქართველო გადაიქცა ქვეყნად, რომელსაც შეუძლია, იამაყოს გამჭვირვალე და სამართლიანი კონკურენციის პოლიტიკით. გარდა ამისა, ამ კუთხით, საქართველო მოწინავეა სხვა კანდიდატ ქვეყნებს შორისაც.

„განსაკუთრებით ბოლო წლებში, ჩვენ კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებათა დაცვის მიმართულებით არაერთი ახალი რეგულაცია მივიღეთ, რომლის შედეგადაც ჩვენი კანონმდებლობა შესაბამისი აღსრულების ეფექტიანი მექანიზმებით ევროპულთან მნიშვნელოვნად დაახლოვდა. ეს პროგრესი აღინიშნა გაფართოების ანგარიშშიც,“ - განაცხადა გენადი არველაძემ.

მინისტრის მოადგილის თქმით, მომხმარებელი ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალაა.

„ჩვენი ამოცანაა, გავაძლიეროთ ისეთი ბაზარი, სადაც თითოეულ მომხმარებელს შეეძლება ძლიერი კონკურენციის შედეგად ისარგებლოს ხარისხიანი პროდუქტებითა და მომსახურებებით ხელმისაწვდომ ფასებში. ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, საქართველო გადაიქცა იმ ქვეყნად, რომელსაც შეუძლია იამაყოს გამჭვირვალე და სამართლიანი კონკურენციის პოლიტიკით,“ - აღნიშნა გენადი არველაძემ.

კონფერენციის გახსნაში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, ბიზნეს და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში