საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი სამუშაო ვიზიტით ჰონგ-კონგს ეწვია

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე ხვთისიაშვილის ხელმძღვანელობით, საქართველოს დელეგაცია ჰონგ-კონგს სამუშაო ვიზიტით ეწვია. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დელეგაციის შემადგენლობაში საქართველოს სავაჭრო პალატის პრეზიდენტი გიორგი პერტაია და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი პაატა კალანდაძე იმყოფებოდნენ.

„საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიაშვილმა მაღალი დონის შეხვედრები გამართა ჩინეთის ჰონგ-კონგის მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან ერიკ ჩან კვოკთან, ასევე ჰონგ-კონგის მთავრობის ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მდივანთან ლამ საი-ჰუნგთან, კომერციისა და ეკონომიკური განვითარების მდივანთან ალგერნონ იაუსთან, კულტურის, სპორტისა და ტურიზმის მდივანთან კევინ იონგთან და ჰონგ-კონგის ვაჭრობის განვითარების საბჭოს აღმასრულებელი დირექტორის მოადგილესთან პატრიკ ლაუსთან.

შეხვედრებზე ქართულმა მხარემ ჰონგ-კონგის მთავრობის წევრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში არსებული საინვესტიციო და ბიზნეს გარემოს შესაძლებლობების შესახებ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტრანსპორტის და ლოგისტიკის, ინოვაციების, ტურიზმის და ვაჭრობის სფეროებში თანამშრომლობის საკითხებს.

აღინიშნა საქართველოსა და ჰონგ-კონგს შორის 2019 წლის თებერვლიდან მოქმედი შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, ასევე ის გარემოება, რომ 2024 წლის 30 სექტემბრიდან ორივე მხარის ძალისხმევით ჩინეთის ჰონგ-კონგის სპეციალურმა ადმინისტრაციულმა რეგიონმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი აამოქმედა.

მხარეები შეთანხმდნენ თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების მიზნით ერთობლივი მუშაობის გაგრძელებაზე, ვიზიტების გაცვლასა და მჭიდრო კავშირების შენარჩუნებაზე.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო მაღალი დონის აზიის ლოგისტიკურ, საზღვაო და საავიაციო კონფერენციაში „მიწოდების არსებული და სამომავლო ალტერნატიული გზები: მედეგობა და მდგრადობა“.

ვიზიტის ფარგლებში საქართველოს დელეგაციამ შეხვედრები გამართა ჰონგ-კონგში დაფუძნებული ათამდე მსხვილი ადგილობრივი, ასევე წამყვანი საერთაშორისო სატრანსპორტო-ლოგისტიკური და სავაჭრო კომპანიის ხელმძღვანელებთან“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია