ანა დოლიძე - თსუ საბჭოთა ციხედაა გადაქცეული

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე თსუ-ში სტუდენტებთან არ შეუშვეს. ამის შესახებ ინფორმაციას კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

დოლიძის განცხადებით, ის უნივერსიტეტთან სტუდენტების მიმართ სოლიდარობის გამოსახატად მივიდა. მისი თქმით, „თსუ საბჭოთა ციხედაა გადაქცეული“.

„უპირველესად, სოლიდარობა აქ მყოფ სტუდენტებს! რა თქმა უნდს, ჩვენ აქ სოლიდარობის გამოსახატავად მოვედით. ამის საშუალება გვაქვს ამ წუთას, მაგრამ მართლა ისეთი რეჟიმია თსუ-ში, როგორიც ციხეში. ციხეშიც გვაქვს ნანახი, ნამუშევარი მაქვს იქ. არ შეიძლება, განათლების აკვანში იყოს ისეთივე რეჟიმი შესვლაზე, როგორი რეჟიმიც ციხეშია. ეს არის ის, რის წინააღმდეგაც ეს ახალგაზრდები იბრძვიან; რის წინააღმდეგაც ქვეყანაა, რომ მიმდინარეობს გასაბჭოება. ეს არის გასაბჭოების სიმპტომი. შეხვედრა მინდოდა და მხარდაჭერის გამოხატვა, ყავა მოვუტანე ახალგაზრდებს. ვერ გავიგე როდის აქეთ არის ასეთი კონტროლი, რომ ამ ციხესიმაგრეში ჩიტი არ შეფრინდეს. ეს არის სამარცხვინო“, - განაცხადანა ანა დოლიძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე
PSP-ს K-Beauty გათამაშების გამარჯვებულებმა კორეული სილამაზის სამყაროში იმოგზაურეს