შალვა პაპუაშვილი - როგორც ჩვენ უნდა მოვემზადოთ ევროკავშირის წევრობისთვის, ისე ევროკავშირიც უნდა მოემზადოს ჩვენი წევრობისთვის, ჩვენ არ ვართ მზად, რომ აქ "დიდი ძმის" როლი ითამაშონ

ევროინტეგრაციის გზა არის ორმხრივი გზა. ჩვენ ხელი არ მოგვიწერია იმაზე, რომ ვიღაცამ უნდა შეგვისრუტოს და ვიღაცას უნდა შევეთქვიფოთ ხომ?!, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, ევროკავშირთან ურთიერთობებთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ.

მისი თქმით, ურთიერთობები უნდა იყოს ორმხრივი და შემხვედრი ნაბიჯები უნდა გადმოდგას ევროკავშირმაც.

„ეს არის ორმხრივი გზა, სადაც ჩვენ, ჩვენი მხრივ უნდა გადავდგათ ნაბიჯები და ჩვენკენაც უნდა გადმოდგან ნაბიჯები. ევროკავშირი თავის დევიზად აცხადებს მრავალფეროვნებას. ეს მრავალფეროვნება, როგორ არის თუ ყველა ერთ ჭკუაზე დაგვაყენეს ყველაფერზე აუცილებლად. ჩვენც ხომ უნდა მოგვისმინონ?! როგორც ჩვენ უნდა მოვემზადოთ ევროკავშირის წევრობისთვის, ისე ევროკავშირიც უნდა მოემზადოს ჩვენი წევრობისთვის. ჩვენ არ ვართ მზად, რომ აქ დიდი ძმის როლი ითამაშონ ჩვენზე პატარა ქვეყნებმა. ეს არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი. როგორც ჩანს ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსისთვის ევროინტეგრაციის პროცესი, ეს არის ბანანის რესპუბლიკისთვის ჭკუის სწავლების პროცესი. ამას ვხედავთ. რომ ჩამოვა შვიდი ადამიანი, შვიდი სხვადასხვა ქვეყნიდან და გაბედავს, რომ დადგეს მიტინგზე გაეროს კონვენციის დარღვევით, იმათ როგორ უნდა ველაპარაკოთ ჩვენ, რომ ვართ თანასწორები. წარმოგიდგენიათ, რომ საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ჩავიდეს და ბერლინში ჩაატაროს მიტინგი, ან ვილნიუსში? “, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ნურავის იფიქრებს, რომ „ქართველი ხალხის რევიზორი გახდება“.

„სამადლოდ არც ჩვენ გვინდა ევროკავშირში. ჩვენ გვინდა მართლა გავიგოთ, რომ ვჭირდებით თუ არა ევროკავშირს. ჩვენ განგვიხილავენ თუ არა ევროკავშირისთვის მნიშვნელოვან ნაწილად. სამადლოდ გადმოგდებული არც პროგრესი უნდა ქართველ ხალხს და არც არაფერი. ასე უნდა ზოგიერთს წარმოგვიჩინონ, სამადლოდ გააკეთონ ეს ყველაფერი. დიდი ძმის როლი ითამაშონ კიდევ ერთხელ, მაგრამ ჩვენ საბჭოთა კავშირში ყოფნის დროს არ ვეგუებოდით დიდი ძმის ამ როლს.

შევახსენებ, ჩვენს საზოგადოებას ახსოვს. ასეთი რაღაცები რომ გაებედათ, მათ შორის საბჭოთა კავშირის დროს ყოფილა შემთხვევები, ერთი გადაბრუნებული სიტყვა თქვა ერთმა მწერალმა ქართველებზე და ნახევარი საქართველო ჩაადგა მოსკოვში საპროტესტოდ. აქ ჩამოგვადგა შვიდი კომიტეტის თავმჯდომარე, გადაგვიარეს ქართველ ხალხს. მათ შორის, ქალბატონმა რასა იუკნევიჩიენემ იქიდან თქვა, რომ ქართველი ხალხის ბრალიაო, რომ თქვენ ევროპაში შეფერხება გექნებათო, იმიტომ, რომ „ქართულ ოცნებას“ აძლევთ ხმასო. როდესაც თავს უფლებას აძლევენ ასეთი რაღაცების, ყველას, განსაკუთრებით აღმოსავლეთ ევროპელებს, განსაკუთრებით ბალტიის ქვეყნების წარმომადგენლებს შევახსენებ, გაიხსენონ საბჭოთა კავშირის პერიოდი, ჩვენი საერთო პერიოდი რომ იყო და დაპყრობილები რომ იყვნენ, გაიხსენონ ერთი ქართველები მაშინ როგორ ვიქცეოდით და ასე ადვილად ვეგუებოდით თუ არა, რომ ზემოდან დაეხედათ ჩვენთვის არათუ ლიეტუველ, ლატვიელ, ესტონელ პოლიტიკოსს, არამედ, მოსკოვიდან ჩამოსულ რევიზორებს. ასე, რომ თავი ნუ ჰქონიათ ქართველი ხალხის რევიზორები გახდებიან", - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა "იმედის" ეთერში.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე