29 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით „ექსპოჯორჯიაში“ სოფლის მეურნეობის და კვების მრეწველობის, საერთაშორისო გამოფენა გაიმართება

29 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით, „ექსპოჯორჯიას“ ორგანიზებით სოფლის მეურნეობის და კვების მრეწველობის, საერთაშორისო გამოფენა - Agro/Food/Drink/Tech/Expo 2024 გაიმართება.

ეს არის ღონისძიება, რომელზეც აუცილებლად უნდა დაესწროთ თუ ხართ სოფლის მეურნეობის ინდუსტრიაში, როგორც მცირე წარმოების ისე მსხვილი კომპანიების მფლობელები თუ წარმომადგენლები.

რა დაგხვდებათ ადგილზე?

სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა

სასათბურე მეურნეობის ტექნოლოგიები

სარწყავი სისტემები

სარგავი და სათესლე მასალები

სასუქი და პესტიციდები

კვების მრეწველობის პროდუქცია

გამოფენის მიზანია მონაწილე კომპანიებს ხელი შევუწყოთ როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო პარტნიორების პოვნაში და ახალი ბაზრების ათვისებაში. წელს პირველად USAID-ის სასოფლო-სამეურნეო ბაზრების დივერსიფიკაციის პროგრამის მხარდაჭერით გამოფენას ეწვევიან შემსყიდველები ინდოეთიდან. ნუშის და თხილის მწარმოებლებს შესაძლებლობა ექნებათ შეხვდნენ წამყვან კომპანიებს ინდოეთიდან.

ნიდერლანდების საელჩოსთან და ლურჯი მოცვის ასოციაციასთან თანამშრომლობით, 30 ნოემბერს გამოფენას ეწვევა ცნობილი საკონსულტაციო კომპანია - „TWOWAYZ“ , სოფლის მეურნეობის ბიზნესის განვითარების ტრენერი - EDWIN HUYBERS, რომელიც მთელი დღის განმავლობაში ჩაატარებს ვორქშოფების სერიას.

დასასწრებათ საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია ამ ბმულზე.

კონფერენციის მხარდამჭერია „თიბისი“.

29 და 30 ნოემბერს 11-დან 17:00 საათამდე მთელი დღის განმავლობაში ჩატარდება სხვადასხვა საინტერესო შეხვედრები და პანელური დისკუსიები.

დასწრება თავისუფალია.

მისამართი: წერეთელის 118, ექსპოჯორჯიას მე-11 პავილიონი,

სამუშაო საათები: 11:00-18:00

(R)

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს