„ვენდისი“ Beyond Meat®-თან თანამშრომლობით, საქართველოში პირველად მომხმარებელს მცენარეული ხორცის ბურგერს შესთავაზებს

„ვენდისი“ მსოფლიოში მცენარეული ხორცის მწარმოებელ ყველაზე მსხვილ კომპანიასთან - Beyond Meat-თან ექსკლუზიური შეთანხმების საფუძველზე საქართველოში პირველად Beyond Meat-ის მცენარეული ხორცით დამზადებულ ბურგერს შესთავაზებს სტუმრებს.

23 ნოემბრიდან Beyond Meat-ის მცენარეული ხორცით დამზადებული Wendy’s Plant Burger -ი „ვენდისის“ 19-ივე რესტორანში იქნება ხელმისაწვდომი მთელი საქართველოს მასშტაბით. Wendy’s Plant Burger-ის მცენარეული ხორცი არ შეიცავს ქოლესტერინს, სოიოს და ხელოვნურ დანამატებს არ არის გენმოდიფიცირებული და მდიდარია ბარდასა და შავი ბრინჯის ცილებით.

Wendy’s Plant Burger-ის მცენარეული ხორცის გემო და ტექსტურა ცხოველური ხორცის მსგავსია. შესაბამისად, Beyond Meat-ის პროდუქტები საშუალებას აძლევს ადამიანებს დააგემოვნონ საყვარელი ბურგერი გემოსა და ხარისხზე კომპრომისის გარეშე. Beyond Meat-თან პარტნიორობა „ვენდისს“ საქართველოში საშუალებას მისცემს დააკმაყოფილოს ადგილობრივი მზარდი მოთხოვნა ვეგეტარიანულ/ვეგანურ პროდუქტებზე და მარხვაზე მყოფ ადამიანებსაც შესთავაზოს მცენარეული პროდუქტების მეტი არჩევანი.

როგორც „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ აღნიშნა, “ვენდისსა“ და BeyondMeat”-ს საკვების ხარისხისა და კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის კუთხით საერთო ღირებულებები აქვს.

„ვენდისის“ დანაპირები „ხარისხი ჩვენი რეცეპტია“ ახლა კიდევ უფრო მეტი მომხმარებლისთვის იქნება მარტივად აღსაქმელი, რადგან Beyond Meat-თან პარტნიორობით, ჩვენ შევძლებთ არა მხოლოდ ვეგეტარიანელებს, არამედ მარხვაზე მყოფ ადამიანებსაც შევთავაზოთ მაღალხარისხიანი, მცენარეული ხორცით დამზადებული პროდუქტები. რევოლუციური რეცეპტით შექმნილი მცენარეული ხორცი ადამიანის ჯანმრთელობასთან ერთად გარემოსაც უფრთხილდება, რაც კიდევ უფრო ღირებულს ხდის ჩვენს შეთავაზებას“, - განაცხადა „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

როგორც Beyond Meat-ის გლობალური სტრატეგიული განვითარების ვიცე-პრეზიდენტმა ჰამედ ჯაგანმა განაცხადა, მათთვის საამაყოა, რომ „ვენდისთან“ ერთად Beyond Meat-ის მცენარეული ხორცი საქართველოს ბაზარზეც გახდა ხელმისაწვდომი.

„Wendy's Plant Burger-ს მცენარეული ხორცით იგივე გემო და ტექსტურა აქვს, რასაც მომხმარებლები ცხოველური ხორცისგან ელიან. მცენარეული ცილებით მდიდარი საკვების მიღებით ადამიანები საკუთარ ჯანმრთელობაზეც ზრუნავენ და ამავდროულად გარემოსაც უფრთხილდებიან. ეს პარტნიორობა ასრულებს ჩვენს მისიას, გავხადოთ მცენარეული კვება უფრო ხელმისაწვდომი მომხმარებლებისთვის მთელ მსოფლიოში”,- აღნიშნა ჰამედ ჯაგანმა.

როგორც „ვენდისი“, „დანკინი“ და „საბვეის“ აღმასრულებელი დირექტორი გივი გვეტაძე აღნიშნავს, პროდუქტს აქვს ცხოველური ხორცის გემოვნური თვისებები, რაც მას ინოვაციურ პროდუქტად ხდის.

„დღეს, ჩვენი ბრენდისთვის, „ვენდისისთვის“ ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ უნიკალური გამოცდილება შევთავაზოთ ნებისმიერი კვებითი არჩევანის მქონე ადამიანს. თანამშრომლობა Beyond Meat-თან საშუალებას გვაძლევს დავაკმაყოფილოთ ბაზარზე მზარდი მოთხოივნა ჯანსაღ პროდუქტებზე. შესაბამისად, ნებისმიერ მომხმარებელს, ვინც ვეგეტარიანელია, ვეგანია, ან მარხულობს 23 ნოემბრიდან „ვენდისში“ მცენარეული ხორცით დამზადებულ Wendy’s Plant Burger-ს გავაცნობთ და გვეამაყება, რომ ჩვენ ვართ საქართველოში პირველი კომპანია, ვინც ამ ინოვაციურ პროდუქტს და ახალ გამოცდილებას შესთავაზებს სტუმრებს“, - აღნიშნა გივი გვეტაძემ „ვენდისის“ აღმასრულებელმა დირექტორმა.

Beyond Meat, Inc. არის მცენარეული ხორცის მწარმოებელი წამყვანი კომპანია მსოფლიოში, რომელიც 2009 წლიდან რევოლუციური რეცეპტით აწარმოებს გემოთი და ტექსტურით ცხოველური ხორცის მსგავს ეკოლოგიურად უსაფრთხო პროდუქტს. Beyond Meat-ის ბრენდის დაპირება - „მიირთვი ის, რაც გიყვარს“ (Eat What You Love™), ემყარება რწმენას, რომ სულ პატარა პოზიტიური არჩევანიც კი არის გზა უკეთესი მომავლის უზრუნველსაყოფად.

(R)

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია