მელიქიშვილის გამზირზე, 19 ნოემბერს მიმდინარე აქციის დროს დაკავებული პირები დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გაათავისუფლეს

მელიქიშვილის გამზირზე, 19 ნოემბერს მიმდინარე აქციის დროს დაკავებული პირები დროებითი მოთავსების იზოლატორიდან გაათავისუფლეს. დაკავებულთაგან ერთი პირი დიღმის დროებითი მოთავსების, ხოლო რვა პირი ზაჰესის იზოლატორში იმყოფებოდა. საპატიმრო დაწესებულებები ყველა მათგანმა დღეს დილით, 48 საათიანი ვადის ამოწურვის შემდგომ დატოვა.

„ყველა დაკავებულ პირს ძირითადად ედავებოდნენ წვრილმან ხულიგნობას და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას. იმ პირებმა, რომლებმაც დაზიანებები დაკავების დროს მიიღეს, უკვე მიმართეს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და დაზარალებულის სტატუსი აქვთ”, - განაცხადა ადვოკატმა ეკა ქობესაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება