24 ნოემბერს ქართული ციფრული მარკეტინგული ღონისძიება - Ad Summit Tbilisi 2024 ბრუნდება

24 ნოემბერს ქართული ციფრული მარკეტინგული ღონისძიება - Ad Summit Tbilisi 2024 ბრუნდება.

სამიტი უკვე მეორედ, ამჯერად Sheraton Grand Tbilisi Metechi Palace-ში ჩატარდება და არამხოლოდ მთავარ სცენაზე უმასპინძლებს ინდუსტრიის წამყვანი ექსპერტების გამოსვლას, არამედ ვორქშოპების სივრცეში შემოგვთავაზებს მასტერკლასებს და საქართველოს ისტორიაში პირველ ციფრული მარკეტინგის კონკურსს ჩაატარებს. სამიტი ძირითადად ფოკუსირებული იქნება ციფრულ მარკეტინგსა და მასთან დაკავშირებულ ციფრულ მიმართულებებზე, ამიტომაც მთელი დღის განმავლობაში 450-ზე მეტ ვიზიტორს ექნება შესაძლებლობა დაესწროს 16-მდე წამყვანი სპიკერის გამოსვლას, რომლებიც ისაუბრებენ:

  • საძიებო სისტემის მარკეტინგსა და ოპტიმიზაციაზე
  • ელექტრონულ კომერციაზე
  • ხელოვნურ ინტელექტის გამოყენებაზე ციფრულ მარკეტინგში
  • ბრენდ დიზაინზე
  • კონტენტ მარკეტინგსა და
  • ინფლუენსერ მარკეტინგზე.

ღონისძიება საქართველოში უკვე მეორედ ტარდება და ქმნის ქართველი მარკეტერებისა და ციფრული სფეროებით დაინტერესებული ადამიანების დამაკავშირებელ პირველ ქართულ პლატფორმას.

Main Stage-ზეწარსდგებიან: Ad Summit-ისდამფუძნებლებიდაორგანიზატორები: ელენებიბილეიშვილი, ალექსანდრეჩომახიძე, გიგიკურტანიძე. ასევესპიკერთასიაშიარიან: ალექსიჩიქოვანი, ლუკახალაძე, რევაზნატროშვილი, გიორგიკალანდია, ლევანლაბარტყავა, ნოდოლაცაბიძე, ირინადუმბაძე, კატორამიშვილი, თათიაკობერიძე, თორნიკეჯანგულაშვილი, იოანერაზმაძე, ხოლოერთსპიკერსორგანიზატორებისიურპრიზადგვიტოვებენ.

Side Stage-ზე, ე.წ ვორქშოპების სივრცეში წარმოდგენილი იქნება Admixer Advertising Georgia-ს ვორქშოპი პროგრამატიკულ ედვერთაიზინგზე, Hapttic-ის Demo Showcase, ციფრული ინდუსტრიის აკადამიის სპეციალური ვორქშოპები და ღონისძიების მთავარი მოვლენა: #1 ქართული ციფრული მარკეტინგული კონკურსი.

პირველად საქართველოს ისტორიაში, Ad Summit-ი უმასპინძლებს კონკურსს, რომლის ფარგლებშიც წინასწარ რეგისტრირებული გუნდები მიიღებენ დავალებას და ღონისძიების დღეს ჟიურის წინაშე Side Stage-ზე წარსდგებიან.

მონაწილეობა უფასოა, გამარჯვებულ გუნდს კი ღონისძიების ბოლოს გადაეცემა Ad Summit Tbilisi 2024-ის ჯილდო და საჩუქრები პარტნიორი კომპანიებისგან. ამ ეტაპზე დიდი მოთხოვნიდან გამომდინარე კონკურსზე რეგისტრაცია უკვე დასრულებულია, გუნდები კი გამოსვლებისთვის ემზადებიან. კონფერენციის ღირებული პარტნიორები არიან: m², ProService, Hapttic, Web Features, Lealtor, MERAKI, UGCViral, Auto Import Georgia, Wii Design Studio, University Alterbridge, Noxtton, Academy of Digital Industries, Terminal, Kettari Foundation, CASE, tia.ge, YOLO, marketer.ge, IPN.GE, BPN.GE, AMBEBI.GE, Palitranews.ge, Bar Academy ღონისძიებაზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ მსურველს, ვისაც ციფრული მარკეტინგი და მასთან დაკავშირებული ციფრული სფეროები აინტერესებს. დამატებითი დეტალების ნახვა და ბილეთების შეძენა შესაძლებელია ბმულზე: https://adsummit.ge. ამ ეტაპზე პირველი კალათა სრულად ამოწურულია.

Ad Summit-ის მთავარი კონცეფციაა შექმნას სივრცე, რომელიც შთაგონების და პროფესიული მიგნებების გაზიარების მედიუმი იქნება, ამიტომაც როგორც დამფუძნებლები აცხადებენ, ხშირად მოეწყობა ღონისძიებები, ფესტივალები, ტრენინგები კონკურსები, ვორქშოპები და მასტერკლასები. Ad Summit-ის გრძელვადიანი მიზანია არამხოლოდ ქართული, არამედ საერთაშორისო ლოკაციების ათვისება და უცხოურ ბაზარზე გასვლა.

(R)

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია