მიტროპოლიტი საბა - პატრიარქმა დალოცა ჩვენი ქვეყანა, დალოცა ხელისუფლება და ბრძანა, რომ ეს არჩევნები ჩატარდა - ეს არის პატრიარქის ლოცვა-კურთხევა, რომელიც უნდა მივიღოთ, როგორც ნება ღვთისა

რამდენიმე დღის წინ პატრიარქმა დალოცა ჩვენი ქვეყანა, დალოცა ხელისუფლება და ბრძანა, რომ ეს არჩევნები ჩატარდა და უნდა მივიღოთ ის შედეგები, რომელიც რეალურად დადგა, - ამის შესახებ მთავარანგელოზთა დღესასწაულზე ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა საბა გიგიბერიამ ქადაგებისას განაცხადა.

მიტროპოლიტი საბა ქადაგებაში საქართველოს მოსახლეობას მიმართავს და აღნიშნავს, რომ თუ გვიყვარს ქვეყანა, მისთვის უნდა გვინდოდეს მშვიდობა და განვითარება.

„მინდა პატარა ხაზგასმა გავაკეთო იმ მოვლენებზე, რომელიც დღეს ხდება ჩვენს ქვეყანაში. ჩატარდა არჩევნები და მე არ ვარ მსურველი მისი შეფასებისა, თუ როგორი იყო ეს. ეს ჩემი საქმე არ არის. მე ერთ რამეზე მინდა ხაზგასმა. რამდენიმე დღის წინ პატრიარქმა დალოცა ჩვენი ქვეყანა, დალოცა ხელისუფლება და ბრძანა, რომ ეს არჩევნები ჩატარდა და უნდა მივიღოთ ის შედეგები, რომელიც რეალურად დადგა. პატრიარქმა ბრძანა კიდეც, რომ ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ საქართველოში იყოს მშვიდობა. ჯერ კიდევ არის დაძაბული ურთიერთობები, იმის საშიშროება, რომ იყოს რაიმე გაურკვევლობა, არეულობა და ა.შ. რაც ნამდვილად არ მოუტანს ჩვენს ქვეყანას სიკეთეს. მე პირდაპირ მინდა მივმართო საქართველოს მოსახლეობას, რომელიც არის მართლმადიდებელი ქრისტიანი და რომლისთვისაც პატრიარქი არის სულიერი მამა და მოძღვარი. ვინმე გეგულებათ ან საქართველოში, ან საქართველოს ფარგლებს გარეთ, უცხოეთში პატრიარქზე უფრო მაღალი თანამდებობის, პატრიარქზე უფრო გამოცდილი, პატრიარქზე უფრო ბრძენი და ჩვენი ქვეყნის მოსიყვარულე ადამიანი?! ყველაფერი იმის გათვალისწინებით ის, რაც უკვე ვთქვი, ეს არის პატრიარქის ლოცვა-კურთხევა, რომელსაც ჩვენ უნდა დავემორჩილოთ და მივიღოთ, როგორც ნება ღვთისა. ადამიანები, რომლებიც ეკლესიაში დადიხართ, ეზიარებით, რომლებიც ტაძრებს და მონასტრებს აშენებთ, ნუთუ თქვენთვის არ არის საკმარისი პატრიარქის მოწოდება, პატრიარქის ლოცვა-კურთხევა და არ უნდა დავემორჩილოთ მას ერთი უბრალო მარტივი მიზეზის გამო - თუ გვიყვარს ქვეყანა, მისთვის უნდა გვინდოდეს მშვიდობა და განვითარება. პატრიარქზე მეტი ვინ უნდა იყოს, ვინც ე.წ. ლეგიტიმაცია უნდა გვითხრას ამ მოვლენების. აუცილებელია მაინც და მაინც ამერიკიდან, ევროპიდან, რუსეთიდან, ჩინეთიდან, საიდან უნდა იყოს კიდევ, სხვა ქვეყნებიდან გვითხრან რომ თქვენ კარგი ხალხი ხართ, კარგად ჩაატარეთ ყველაფერი და ახლა გააგრძელეთ მშვიდობიანი ცხოვრება.

მე არ ვფიქრობ ,რომ სხვა ადამიანები ამ ყველაფერს იმაზე უფრო მეტი სიბრძნით, სიყვარულით და გულისტკივილით ამბობდნენ, ვიდრე ჩვენი პატრიარქი. ამიტომ, ჩემი სურვილი, მოწოდება, ჩემი თხოვნა და რჩევა არის ერთადერთი, დაუჯერეთ პატრიარქს, დაუჯერეთ ეკლესიას და გააცნობიერეთ რას ნიშნავს იყოთ ქრისტიანები, მართლმადიდებლები და ამავდროულად არ უსმენდეთ ეკლესიას და პატრიარქს. პატრიარქი, ეკლესია, ყოველთვის ღვთის ნებას გამოგვიცხადებს“, - განაცხადა მიტროპოლიტმა საბა გიგიბერიამ.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია