ნათია თურნავა ხორვატიის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ, ხორვატიის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტთან ბორის ვუჩიჩთან შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას სებ-ი ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ მაკროეკონომიკურ ტენდენციებსა და ფინანსური სტაბილურობის საკითხებს. ასევე, ეროვნული ბანკის მონეტარული და საზედამხედველო პოლიტიკის არსებულ პრაქტიკას, რომელიც სრულ შესაბამისობაშია ევროკავშირის სტანდარტებთან.

“ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელებმა განიხილეს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით მიღწეული პროგრესი და ამ მიზნით სამომავლო დაგეგმილი პროექტები.

როგორც შეხვედრაზე ითქვა, საქართველოს ეროვნული ბანკი მუდმივად ისწრაფვის პროცესების გაუმჯობესებისა და ოპერაციების დივერსიფიკაციისკენ, რა მიზნითაც აქტიურად თანამშრომლობს სხვადასხვა ქვეყნის ცენტრალურ ბანკთან.

ნათია თურნავამ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ერთიან ევრო გადახდების სისტემაში (SEPA) გაწევრიანების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ ფულადი გზავნილების გაზრდილი ნაკადები, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ეფექტური საგადახდო სისტემების საჭიროებაზე მიუთითებს.

მხარეებმა ორი ქვეყნის ცენტრალურ ბანკებს შორის სხვა ერთობლივი ინიციატივების შესახებაც იმსჯელეს.

ნათია თურნავასა და ბორის ვუჩიჩს შორის შეხვედრა ავსტრიის ცენტრალური ბანკის მიერ ორგანიზებული ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გაიმართა, რომელიც წელს ევროპის ეკონომიკური ინტეგრაციის თემას მიეძღვნა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება