აშშ-ში, ჩიკაგოში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე - U.S. PRIVATE LABEL TRADE SHOW ქართული სტენდი იყო წარმოდგენილი

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და სოფლის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ ჩიკაგოში, გამოფენაზე U.S. Private Label Trade Show ექვსმა ქართულმა კომპანიამ დამთვალიერებელს საკუთარი წარმოების სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია გააცნო. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს სტენდზე წარმოდგენილი იყო კომპანიების: „აჩინებული“, „კულა“, „არომა პროდაქთსი“, „აქუა გეო“, „რუისპირი“ და „როიალნათსი“ წარმოების ორგანული წვენები, თხილი, ღვინო, წყალი, ხილისა და ბოსტნეულის საკონსერვო ნაწარმი.

„გამოფენის გახსნას სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილე გიორგი ფანცულაია და დირექტორის მოადგილე გიორგი ჯიბლაძე ესწრებოდნენ.

U.S. Private Label Trade Show ერთ-ერთი უმსხვილესი გამოფენაა. მიმდინარე წელს გამოფენაში 1 700-ზე მეტმა ადგილობრივმა თუ საერთაშორისო კომპანიამ მიიღო მონაწილეობა 60-ზე მეტი ქვეყნიდან,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია