სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მრავალეროვნულ საზღვაო სწავლებაში - Phoenix Express 2024 მონაწილეობა პირველად მიიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო-საზღვაო ძალების ევროპისა და აფრიკის სარდლობის (NAVEUR) მიერ ორგანიზებულ მრავალეროვნულ საზღვაო სწავლებაში - Phoenix Express 2024 მონაწილეობა მიიღეს.

სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, საზღვაო სწავლება, ტუნისის რესპუბლიკაში ქალაქ ბიზერტასა და ლა-გულეტში, ხმელთაშუა ზღვაზე 2 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.

„აღნიშნულ ღონისძიებაში, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის საზღვაო უსაფრთხოებისა და კანონაღსრულების ტაქტიკური ქვედანაყოფების, მყვინთავთა და მცირე კატარღების შემადგენლობის, ასევე, სწავლების შტაბში მივლენილი სულ ოცი თანამშრომელი მონაწილეობდა. სწავლებაში ქართული მხარის ჩართულობა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს თავდაცვის თანამშრომლობის ოფისის (ODC) მხარდაჭერითა და კოორდინაციით განხორციელდა.

სწავლების დასრულების შემდეგ სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის პირად შემადგენლობას შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ, ხოლო 5 მათგანი ტუნისის სამხედრო-საზღვაო ძალების სამკერდე ნიშნით დაჯილდოვდა. აღსანიშნავია, რომ მსგავს საზღვაო სწავლებაში ქართული მხარის ჩართულობა პირველად განხორციელდა.

ღონისძიებაში 37 ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. საზღვაო სწავლების მიზანს წარმოადგენდა ამერიკის შეერთებული შტატებისა და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო საზღვაო ძალების შესაძლებლობების შეფასება, თანამშრომლობის გაღრმავება და გამოცდილების გაზიარება საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციების განხორციელების მიმართულებით“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია