საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოსთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ და საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ უნივერსიტეტსა და სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, თანამშრომლობის დოკუმენტი კონკურენციისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ III საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გაფორმდა.

სამდღიანი საერთაშორისო კონფერენცია, რომლის მიზანი საქართველოში კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერება და მომხმარებლის უფლებების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესებაა, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს, ეროვნული ბანკის, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისა და კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერით დასრულდა.

დოკუმენტი ითვალისწინებს მხარეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, კონკურენციის, მომხმარებლის დაცვისა და ანტიდემპინგურ პოლიტიკასთან დაკავშირებული ერთობლივი ღონისძიებების განხორციელებას, ასევე, კვალიფიციური კადრების მომზადებას და სხვადასხვა კვლევითი თუ შემეცნებითი პროექტების ერთობლივად შემუშავებას.

სტუ-ის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის განცხადებით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს შორის ურთიერთგაგებისა და ურთიერთპატივისცემის პრინციპებზე დაფუძნებული კოლაბორაცია, მხარეთა საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციების მონაწილეობით, მკვეთრად დადებით ასახვას პოვებს სტუდენტების პროფესიულ განვითარებაზე.

„მემორანდუმის თანახმად, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სააგენტოს უზრუნველყოფს მისთვის საჭირო, მაღალრეიტინგული და მოტივირებული მომავალი სპეციალისტებით, ასევე, უნივერსიტეტი და სააგენტო, უფლებამოსილებათა ფარგლებში, მაქსიმალური გამჭვირვალობის დაცვით, დაინტერესებულ პირებს სათანადო ინფორმაციას გაუზიარებს. გარდა ამისა, მემორანდუმი გამომგონებლებისა და მკვლევრებისთვის არის ერთგვარი გარანტი საქმიანობისა და მიღებული შედეგების დაცვის მიმართულებით. მხარეები ვკისრულობთ ვალდებულებას ერთობლივად განვახორციელოთ სხვადასხვა სამეცნიერო და შემეცნებითი პროექტები, რაც, თავისთავად, სტუდენტების კარიერულ ზრდას შეუწყობს ხელს”, - განაცხადა დავით გურგენიძემ.

სტუ-ის ინფორმაციით, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს შორის გაფორმებული მემორანდუმი ორი წლის განმავლობაში იმოქმედებს. დოკუმენტის მოქმედების ვადის გახანგრძლივებას მხარეები ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეძლებენ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია