„ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში ახალი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა იწყება

„ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში ტბელ აბუსერიძის ქუჩის #23-ში ახალი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა იწყება.

პროექტის შესახებ ისაუბრა ბათუმის მერმა, არჩილ ჩიქოვანმა.

„კიდევ ერთ მნიშვნელოვან პროექტს ჩაეყარა საფუძველი, 35 ოჯახი ავარიული საცხოვრებელი სახლის ნაცვლად, სრულიად ახალ, თანამედროვე, კეთილმოწყობილ და უსაფრო გარემოში განაგრძობს ცხოვრებას. სწორედ ეს იყო სულისკვეთება და მიზანი საკანონმდებლო ცვლილებებისა და სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამისა - „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“.

ამ მრავალკომპონენტიანი პროგრამის განხორციელებისათვის მინდა მადლობა გადავუხადო როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს უშუალო ჩართულობისათვის, ასევე საქართველოს მთავრობის თავმჯდომარეს მხარდაჭერისათვის.

პროგრამის შემდგომი განვითარება მოგვცემს საშუალებას, ბათუმში მცხოვრებ 3000 ოჯახს შევუქმნათ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრისი. დაახლოებით 1500-ამდე ოჯახის პრობლემა უკვე მოგვარდა, რაც შესრულებული სამუშაოს ნახევარია.

მინდა მადლობა გადავუხადო კომპანია „მეტროპოლს“, რომელიც აქტიურად ჩაერთო პროგრამის განხორციელების პრაქტიკულად პირველივე ეტაპზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა იყო და დღეს უკვე შეგვიძლია მოგილოცოთ პროექტის დაწყება, რომელიც დარწმუნებული ვარ, მოკლე ვადებში დასრულდება.

მსგავსი გადაწყვეტილებები ასევე მნიშვნელოვანია ქალაქის იერსახისა და ეკონომიკური აქტივობების გაუმჯობესების ნაწილში. კერძო სექტორის ჩართულობით გავდივართ შესაბამის პროცედურებს და ჩვენ შევძლებთ, უახლოეს ორ წელიწადში, ბათუმში აღარ გვყავდეს ავარიულ კორპუსებში მცხოვრები ოჯახები".- განაცხადა ჩიქოვანმა.

აღნიშნულ ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია