გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში თბილისის სატელევიზიო ანძა ნარინჯისფრად განათდა

თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ინიციატივით გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში თბილისის სატელევიზიო ანძა ნარინჯისფრად განათდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

როგორც საკრებულო განმარტავს, თბილისის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიან ყოველწლიურ საერთაშორისო კამპანიას ტრადიციულად წელსაც უერთდება.

თბილისის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის, თინათინ ნიბლოშვილის განცხადებით, ქალთა უფლებების დაცვა საზოგადოების კონსოლიდაციას და აქტიურ კამპანიას საჭიროებს.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ გავერთიანდეთ ქალთა მიმართ ძალადობის დასასრულებლად.

„მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭო ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ კამპანიას სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოსთან და თბილისის კრიზისულ ცენტრთან თანამშრომლობით ახორციელებს. კამპანიის ფარგლებში საჯარო და კერძო უწყებების ჩართულობით არაერთი აქტივობა დაგეგმა.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიო მასშტაბით გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიანი კამპანია 1991 წლიდან 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით ყოველწლიურად აღინიშნება და მისი მიზანი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის აღმოსაფხვრელად საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაა”, - აღნიშნულია საკრებულოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია