პარლამენტთან მომიტინგეებს აქციის ორგანიზატორებმა განუცხადეს, რომ პროტესტი გრძელდება და ყველა მომდევნო ქმედება იქნება არაპროგნოზირებადი

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებს ორგანიზატორებმა განუცხადეს, რომ პროტესტი გრძელდება და ყველა მომდევნო გეგმა მოულოდნელი იქნება.

“ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა სიტყვით გამოსვლისას აქციის მონაწილეებს მოუწოდა, რომ პროტესტი გააგრძელონ.

„არ ვიშლებით. ვდგავართ, ვავრცელებთ ჩვენს პროტესტს. ჩვენი პროტესტის მომდევნო ქმედებები პროგნოზირებადი არ იქნება, ამ ადამიანებისთვის, რომლებიც აქედან და იქიდან იხედებიან. დიახ, ჩვენი პროტესტი ბოლო კვირების მანძილზე, ხშირ შემთხვევაში, მათთვისაც მოულოდნელი იყო და ასე გაგრძელდება. ამიტომ, ვიფიქროთ, როგორ და რანაირად. გავაგრძელოთ ჩვენი პროტესტი - გამარჯვება ჩვენია, ერთი წამითაც არ დაფიქრდეთ, რომ ივანიშვილი თავისას გაიტანს. თავისას გაიტანს ქართველი ხალხი! ივანიშვილის გასატანი აქ არაფერი არ არის! ქვეყანას ვერ „აგვახევს“, იქით ავახევთ ძალაუფლებას!“, - განაცხადა ფავლენიშვილმა.

ინფორმაციისთვის, აქციის მონაწილეები ახალი პარლამენტის პირველ სხდომას აპროტესტებენ, რომელიც ხვალ არის ჩანიშნული. მომიტინგეები დღევანდელი ღამის პარლამენტთან გათენებას აპირებენ.

აღსანიშნავია, რომ რესპუბლიკის მოედნიდან საკანონმდებლო ორგანოს მიმართულებით საპროტესტო მსვლელობის დროს, ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. კერძოდ, რესპუბლიკის მოედანზე შეკრებილ მოქალაქეებს, რომლებიც ავტოკოლონებით ცდილობენ პარლამენტთან მისვლას, პოლიცია ამის საშუალებას არ აძლევს. აღნიშნულის გამო, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის სიტყვიერი შელაპარაკების რამდენიმე ფაქტი იყო.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია