ილჰამ ალიევი - რას უნდა ველოდოთ ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეისგან, როცა ჯოზეფ ბორელი ევროპას ბაღს უწოდებს, დანარჩენ მსოფლიოს კი ჯუნგლებს

რას უნდა ველოდოთ ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეისგან, როცა ჯოზეფ ბორელი ევროპას ბაღს უწოდებს, დანარჩენ მსოფლიოს კი ჯუნგლებს - თუ ჯუნგლები ვართ, ჩვენგან თავი შორს დაიჭირეთ და ნუ ჩაერევით ჩვენს საქმეებში, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ბაქოში, გაერო-ს კლიმატის ცვლილების 29-ე კონფერენციაზე (COP29) სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის რეჟიმმა მიმდინარე წელს ახალ კალედონიაში კანაკების ლეგიტიმური პროტესტის დროს მოკლა 13 და დაჭრა 169 ადამიანი, 1700 კი - დააკავა, თუმცა ეს ფაქტი არ დაგმო არც ევროკომისიამ, არც ევროპარლამენტმა და არც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ.

“პრეზიდენტ მაკრონის რეჟიმმა, მიმდინარე წელს ახალ კალედონიაში კანაკების ლეგიტიმური პროტესტის დროს მოკლა 13 და დაჭრა 169 ადამიანი. 1700 ადამიანი დააკავეს. მარტინიკასა და გვადელუპაში პროტესტის დროს, ასევე წელს, 38 ადამიანი დააკავეს. ყოველივე ამის შემდეგ, საფრანგეთი არ დაგმო არც ევროკომისიამ, არც ევროპარლამენტმა და არც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ“, - აღნიშნა ალიევმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა პოლიტიკური ფარისევლობა უწოდა ევროპარლამენტის და ევროსაბჭოს ამ ქმედებას და აღნიშნა, რომ ორივე ინსტიტუტი პოლიტიკური კორუფციის სიმბოლოდ იქცა.

“ეს არის პოლიტიკური ფარისევლობა. ევროპარლამენტი და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა - ეს ორი ინსტიტუტი, რომელიც პოლიტიკური კორუფციის სიმბოლოდ იქცა, უდანაშაულო ადამიანების მკვლელობისთვის პასუხისმგებლობას იზიარებს პრეზიდენტ მაკრონის მთავრობასთან ერთად. საფრანგეთში ყველა პოლიტიკური პატიმარი დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლდეს. მაგრამ სხვას რას უნდა ველოდოთ ევროპარლამენტისა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისგან, თუ ევროპელი დიპლომატი ჯოზეფ ბორელი ევროპას ბაღს უწოდებს, დანარჩენ მსოფლიოს კი ჯუნგლებს. თუ ჩვენ ჯუნგლები ვართ, ჩვენგან თავი შორს დაიჭირეთ და ნუ ჩაერევით ჩვენს საქმეებში,” - განაცხადა ილჰამ ალიევმა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს