ალექსანდრე თვალჭრელიძე - „ქართული ოცნებისთვის“ სულერთია, შევა თუ არა ოპოზიცია პარლამენტში, თითო-ოროლა დეპუტატს მაინც გადმოიბირებენ და „შექმნიან“ ოპოზიციას, საერთაშორისო გამოხმაურებას კი ყურადღებას არ მიაქცევენ

2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში ჩამოყალიბებულ რეალობაზე, ეს ვითარება როგორ აისახება ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე, „ინტერპრესნიუსი“ საქართველოს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტს, ალექსანდრე თვალჭრელიძეს ესაუბრა.

- ბატონო ალექსანდრე, მიუხედავად კონსტიტუციონალისტთა უმეტესობის მტკიცებისა, რომ რადგან პრეზიდენტს არ დაუნიშნავს ახლად არჩეული პარლამენტის სხდომა, საკონსტიტუციო სასამართლოს პასუხი არ გაუცია პრეზიდენტის სარჩელზე იმაზე, რომ არჩევნების დღეს დაირღვა ხმის მიცემის ფარულობის პრინციპი, ასევე ემიგრანტებს არ მიეცათ არჩევნებში მონაწილეობის უფლება, ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სხდომა 25 ნოემბერს შედგა.

მას შემდეგ, რაც საქართველოში უცხო ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები გაჩნდა, მათ გარეშე არ არც ერთი ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სხდომა არ ჩატარებულია. როგორც ჩანს, „ქართული ოცნებათავად მოერიდა პირველ სხდომაზე დიპკორპუსის მიუსვლელობას და არ მოიწვია ისინი. ოპოზიცია არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევს და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას საერთაშორისო მეთვალყურეობით მოითხოვს.

მესმის, რომ არც იურისტი ხართ და არც კონსტიტუციონალისტი, მაგრამ, არჩევნებამდე საშინაო პოლიტიკაში შექმნილი ვითარებიდან ოპტიმალურ გამოსავლად მიიჩნევდით იმას, რომ არც ერთ ძალას არ ექნებოდა მარტო მთავრობის დამტკიცების შესაძლებლობა.

ამგვარი სცენარით მოვლენათა განვითარება ნაკლებად რეალისტურად გამოიყურებოდა, რადგანქართული ოცნებამთელ ოპოზიციასრადიკალურ ოპოზიციადდააგენტებადმოიხსენიებდა, „ვალშიარც ოპოზიცია დარჩენილა და მმართველ გუნდსრუსებსუწოდებდა. ესტრადიციაახლა გრძელდება.

არადა კონსტიტუციონალისტებივე თქმით, მე-11 მოწვევის პარლამენტის ნებისმიერი გადაწყვეტილება არაკონსტიტუციურია და ასე შემდეგ.

თქვენ როგორ შეაფასებდით იმ რეალობას, რომელიც ქვეყანაში საქართველოში არჩევნების შემდეგ ჩამოყალიბდა?

ასევე იმას, რაც ახლად არჩეული პარლამენტის პირველი სხდომის ჩატარებასა და ვნებათა ღელვას ახლდა?

- მართალი ბრძანდებით, არც იურისტი და არც კონსტიტუციონალისტი არ ვარ, ამიტომ ჩემი აზრი არაპროფესიონალური, შეიძლება დილეტანტურიც კია. გთხოვთ, ჩათვალოთ უბრალო მოქალაქის მოსაზრებად.

მე გულწრფელად მეჩვენება, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ძალიან შორს ვართ ჩამოყალიბებული სამოქალაქო საზოგადოებისა და ევროპული დემოკრატიების სულისკვეთებისგან. მეჩვენება ისიც, რომ ჩვენთან არსებულ პოლიტიკურ პარტიებს, იშვიათი გამონაკლისით, აშკარად გადაკრავს ინფანტილიზმის ელფერი, რაც ორ ფუძემდებლურ გარემოებაში ვლინდება.

მხედველობაში მაქვს მკვეთრად გამოხატული ზიზღის რიტორიკა, რომლითაც პოლიტიკური ფიგურები თავის ოპონენტებს მიმართავენ ხოლმე და პოლიტიკური ახალი იდეების სრული დეფიციტი. თვითონ ბრძანეთ, რომ „ქართული ოცნებისთვის“ ოპოზიცია „კოლექტიური ნაცმოძრაობაა“, ხოლო ოპოზიციისთვის მმართველი ძალა „რუსული ოცნებაა“. მორჩა. არსებობს მხოლოდ თეთრი და შავი ფერები. შენ ან პატრიოტი ხარ, ან მოღალატე. რასაკვირველია, ნებისმიერი პარტია თავს პატრიოტად მიიჩნევს, ხოლო ოპონენტს - მოღალატედ. გასაგებია, რომ ასეთი მიდგომა სავსებით ინფანტილურია. პოლიტიკაში არც თეთრი და არც შავი ფერები არ არსებობს.

ქართული ოცნებისთვისოპოზიციაკოლექტიური ნაცმოძრაობაა“, ხოლო ოპოზიციისთვის მმართველი ძალარუსული ოცნებაა“. მორჩა. არსებობს მხოლოდ თეთრი და შავი ფერები. შენ ან პატრიოტი ხარ, ან მოღალატე. რასაკვირველია, ნებისმიერი პარტია თავს პატრიოტად მიიჩნევს, ხოლო ოპონენტს - მოღალატედ. გასაგებია, რომ ასეთი მიდგომა სავსებით ინფანტილურია. პოლიტიკაში არც თეთრი და არც შავი ფერები არ არსებობს

პოლიტიკა - რუხია, რეალური პოლიტიკა კომპრომისის ხელოვნებაა, ხოლო პოლიტიკური პარტიების ეფექტურობა რუხი ფერის ინტენსივობით განისაზღვრება, ანუ იმ თავისთვის დახაზული წითელი ხაზებით, რომელსაც პარტია არც ერთ შემთხვევაში არ გადალახავს.

სამოქალაქო საზოგადოებაში პოლიტიკურმა ოპონენტებმა ერთმანეთთან საუბარი უნდა ისწავლონ, მიხვდნენ, რომ პოლიტიკური კოჰაბიტაცია ჯოჯოხეთი კი არა, არამედ სოციალური გარემოს განუყოფელი ნაწილია.

ამავდროულად, საქართველოში პროცესები ღრმა საერთაშორისო პოლიტიკური კრიზისის ფონზე ვითარდება: რუსეთ-უკრაინის ომი და ახლო აღმოსავლეთის სასაკლაო. ახლა თქვენ კითხვას რომ დავუბრუნდეთ, არჩევნებმა, როგორც არ უნდა შევაფასოთ, ერთი რეალობა მაინც დაგვანახა - მოგვწონს თუ არ მოგვწონს, დღეს ყველაზე გავლენიანი პარტია მაინც „ქართული ოცნებაა“. ყველაზე ნაკლები ხმა მან ვაკის რაიონში მიიღო და აქაც მან ხმათა 38% დააგროვა. უკლებლივ ყველა საარჩევნო უბანზე ეს პარტია სიის სათავეში იდგა და მთავარი კითხვა იყო მოაგროვებს თუ არა მმართველი პარტია 50%-ს. ამიტომ საქართველოს ყავს ისეთი მთავრობა, რომელსაც იგი იმსახურებს.

მოგვწონს თუ არ მოგვწონს, დღეს ყველაზე გავლენიანი პარტია მაინცქართული ოცნებაა“. ყველაზე ნაკლები ხმა მან ვაკის რაიონში მიიღო და აქაც მან ხმათა 38% დააგროვა. უკლებლივ ყველა საარჩევნო უბანზე ეს პარტია სიის სათავეში იდგა და მთავარი კითხვა იყო მოაგროვებს თუ არა მმართველი პარტია 50%-. ამიტომ საქართველოს ყავს ისეთი მთავრობა, რომელსაც იგი იმსახურებს

ასეთ ვითარებაში არჩევნების შედეგების მასიურ გაყალბებაზე ლაპარაკი ზედმეტია. „ქართულ ოცნებისთვის“ 1-2 პროცენტის „მიწერაც“ საკმარისი იყო და ამის დამტკიცება მე, როგორც დილეტანტს, შეუძლებლად მიმაჩნია. ტყუილად ხომ არ შეიტანა პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სარჩელი არა შედეგების გაყალბებაზე, არამედ ანონიმურობის დარღვევაზე.

ამიტომ ჩემთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა იმას, შეიკრიბებოდა პარლამენტი დღეს თუ, ვთქვათ, ერთ თვეში - სავსებით გასაგებია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო, რომელმაც პრეზიდენტის სარჩელის განხილვა დაჩქარებული წესით არ მოისურვა. რა ვქნათ, ასეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ.

ქართულ ოცნებისთვის“ 1-2 პროცენტისმიწერაცსაკმარისი იყო და ამის დამტკიცება მე, როგორც დილეტანტს, შეუძლებლად მიმაჩნია. ტყუილად ხომ არ შეიტანა პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სარჩელი არა შედეგების გაყალბებაზე, არამედ ანონიმურობის დარღვევაზე

- მე -11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომას, რბილად რომ ვთქვათ, პარლამენტს გარეთ არ ჩაუვლია.

ოპოზიციამ ევროკავშირისაგან საქართველოში 2024 წლის არჩევნების შედეგების შესწავლას და გამოძიება საერთაშორისო ეგიდით გამოძიებას მოითხოვს, მაგრამ დღეისათვის რაც ვიცით ისაა, რომ ჩვენთან არჩევნების შედეგების საქმეს ეუთო-ოდერის ტექნიკური ჯგუფის შეისწავლის.

ოპოზიცია ჯერ ამბობდა, რომ საჭირო იყო არჩევნების შედეგებით ყმაყოფილო ხალხის ქუჩაში აქტიურობა. არჩევნების შემდეგ საკმაოდ დიდი დრო გავიდა, მაგრამ, არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ადამიანების აქტიურობა კი ვნახეთ, მაგრამ, ამგვარ აქტიურობას ხელისუფლება იოლად უმკლავდება.

ოპოზიცია ხელისუფლებასთან ბრძოლის ისეთ ფორმებს იყენებს, რაც აშკარად მოძველებული, ანაც კონტრპროდუქტიულია. არც საპროტესტო აქციების იმ ტიპის რესურსი ჩანს, რომლის გამოქართულ ოცნებასუარი ეთქვა, როგორც მინიმუმ იმ სიჩქარეზე, რა სისწრაფითაც განვითარდა პროცესები არჩევნების შემდეგ.

რას შეიძლება ნიშნავდეს ის, რომ 2024 წლის არჩევნების შედეგების შესასწავლად ევროკავშირის ეგიდით შექმნილი საგამოძიებო კომისია კი არაა, როგორც ამას ოპოზიცია ითხოვდა, არამედ არჩევნებთან დაკავშირებული საკითხებს ეუთო/ოდერის ტექნიკური ჯგუფი შეისწავლის?

- ეუთო/ოდერის ტექნიკური ჯგუფის დასკვნას ექნება არა პოლიტიკური, არამედ ტექნიკური ხასიათი. ის გამოავლენს რაღაც ხარვეზებს და მოუწოდებს ხელისუფლებას ეს ხარვეზები მომავალი არჩევნებისთვის გამოასწოროს. მაგრამ თქვენს კითხვაში ბევრი საინტერესო ნიუანსი იყო, რომელზეც მინდა ორიოდ სიტყვით შევჩერდე.

მართალი ბრძანდებით, ზვიად გამსახურდიას მმართველობის დროს შემოღებულ „კარვების პროტესტზე“ უკეთესი ფორმა 33 წლის განმავლობაში ჩვენმა ოპოზიციამ ვერ შეიმუშავა, რაც მის ინტელექტუალურ სისუსტეს გულისხმობს. მანიფესტაციების კი ხელისუფლებას არ ეშინია, კარგად ისწავლა, თანაც ტექნიკურ დონეზე, მათთან გამკლავება. კი ისმოდა ოპოზიციის ლიდერების შეძახილები სამოქალაქო დაუმორჩილებლობის შესახებ, მაგრამ მეჩვენება, რომ საერთოდ არ ესმით, რა არის სამოქალაქო დაუმორჩილებლობა.

ეუთო/ოდერის ტექნიკური ჯგუფის დასკვნას ექნება არა პოლიტიკური, არამედ ტექნიკური ხასიათი. ის გამოავლენს რაღაც ხარვეზებს და მოუწოდებს ხელისუფლებას ეს ხარვეზები მომავალი არჩევნებისთვის გამოასწოროს

მე კი ის ჩემი თვალით მაქვს ნანახი საფრანგეთში, როცა სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში გათბობა და შუქი იყო გათიშული, როცა ტრანსპორტი არ მუშაობდა, როცა მატარებლები იყო გაჩერებული, აეროპორტები დაკეტილი, სამინისტროების კარები დალუქული და საელჩოების პერსონალი გაფიცული. აი, ასეთმა პროტესტმა შედეგი გამოიღო და საფრანგეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები დაინიშნა. იგივე მოხდა ისრაელშიც, როცა ბენიამინ ნეტანიაჰუს არაპოპულარული კანონპროექტის გაწვევა მოუწია.

მაგრამ გახსოვდეთ, რომ სამოქალაქო დაუმორჩილებლობის მოწყობა მხოლოდ პროფკავშირებს შეუძლია. ზუსტად სუსტი პროფკავშირები ჩვენი საზოგადოების განვითარების ყველაზე დიდი დეფიციტია, რასაც მე კიდევ 90-იანი წლების მიწურულს ვამბობდი. ოპოზიციას თუ რეალური შედეგების მიღწევა სურს, დაუყოვნებლივ თავისუფალი „ტრეიდ-იუნიონური“ მოძრაობის ჩამოყალიბებას უნდა შეუწყოს ხელი.

მეორე გარემოება - აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებია, რომელსაც გლობალური გავლენა ექნება. ევროკავშირი დაბნეულად მეჩვენება და იგი ხისტი ზომების შემოღებას არ იჩქარებს. ყველაფერი მხოლოდ გაზაფხულზე გახდება ცხადი. ამ თემაზე საათობით საუბარი შემიძლია.

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებია, რომელსაც გლობალური გავლენა ექნება. ევროკავშირი დაბნეულად მეჩვენება და იგი ხისტი ზომების შემოღებას არ იჩქარებს. ყველაფერი მხოლოდ გაზაფხულზე გახდება ცხადი. ამ თემაზე საათობით საუბარი შემიძლია

- მე-11 მოწვევის პარლამენტმა 150-ვე არჩეული დეპუტატის უფლებამოსილება ცნო. ოპოზიციის წარმომადგენლები, ვინც გადალახა 5 %-იანი ბარიერი, კი ამბობენ, რომ პარლამენტში არ შევლენ. მაგრამ, ამ განცხადებაზექართული ოცნებისლიდერების შეფასებები ერთი შეხედვით უცნაურადაც კი გამოიყურება.

უცნაურად იმის გამო, რომ წესითქართულ ოცნებაუნდა იყოს დაინტერესებული პარლამენტი არ იყოს ერთპარტიული, მაგრამ, რჩება შთაბეჭდილებაქართულ ოცნებასოპოზიციის პარლამენტში შესვლა არ სურს.

არჩევნების შემდეგ როგორცქართული ოცნებისმხრიდან, ისე ოპოზიციის მხრიდან ისეთი ნაბიჯები იქნა გადადგმული, ძნელია რამის პროგნოზირება, მაგრამ მაინც გკითხავთ. იმ რეალობის გათვალისწინებით, რაც არჩევნების შემდეგაა ჩამოყალიბებული, მოვლენათა განვითარების რა სავარაუდო სცენარით შეიძლება განვითარდეს მოვლენები? რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ ეუთო/ოდერის ტექნიკურმა ჯგუფმა კორექტივები და მეტი სიცხადე შეიტანოს არჩევნების შემდეგ საქართველოს ჩამოყალიბებულ რეალობაში?

- აგერ, პრეზიდენტმაც კი ლელა კაკულიას გამოცდილება გამოიყენა, მე კი ვიტყვი, რომ ვანგა არა ვარ. ეუთო/ოდერის ტექნიკური ჯგუფისადმი სკეპტიკურად ვარ განწყობილი, ისე კი, რა მეტი სიცხადეა საჭირო?

ერთს კი შეგედავებით. „ქართული ოცნებისთვის“ სულერთია, შევა თუ არ შევა ოპოზიცია პარლამენტში. თითო-ოროლა დეპუტატს მაინც გადმოიბირებენ და „შექმნიან“ ოპოზიციას. საერთაშორისო გამოხმაურებას კი ყურადღებას არ მიაქცევენ. ცინიზმია, მაგრამ სხვა გამოსავალი არა აქვთ.

- დამკვირვებელთა საკმაოდ დიდი ნაწილი თვლის, აშშ- საპრეზიდენტო არჩევნებში ტრამპის გამარჯვების შემდეგ სერიოზული ცვლილებების მოხდება საერთაშორისო პოლიტიკაში.

ტრამპი კი ამბობს, რომ უკრაინა-რუსეთის ომს სწრაფად დაასრულებს, მაგრამ, როგორ არ აზუსტებს. რაც მან ამ თემაზე საჯაროდ თქვა, არანაირად არ შეესაბამება არც უკრაინის ინტერესებს და არც იმ როლს, რომელსაც აქამდე და ახლაც აშშ- ჰქონდა. მანამდე კი ვიცით ის, ტრამპის უპირველესი საზრუნავი არა უკრაინის რუსეთისგან დაცვა, არამედ ისრაელის ინტერესების დაცვა იქნება. ტრამპის საგარეო პოლიტიკაზე მსჯელობა ყავის ჭიქაზე მკითხაობას ემსგავსება.

ასეა, მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის ლიდერმა ტრამპთან დაკავშირებით საკმაოდ იმედიანი განცხადებები კი გააკეთა, მაგრამ, პირველი პრეზიდენტობისას ტრამპის სახელმწიფო მდივანი პომპეო თბილისში ყოფნისას ოფიციალურ თბილისს აფრთხილებდა, რომ ანაკლიის პორტში ჩინეთის და რუსეთის ინტერესები გათვალისწინებული არ უნდა ყოფილიყო.

თუ ძალიან დავძაბავთ გონებას, სავარაუდოდ, როგორი პოლიტიკა შეიძლება ჰქონდეს ტრამპს სამხრეთ კავკასიის მიმართ?

- არ დავძაბავ გონებას. მეჩვენება, რომ ტრამპმა ჯერ თვითონ არ იცის თუ რა პოლიტიკას წარმართავს.

მინდა თქვენი ყურადღება ერთ გარემოებაზე შევაჩერო. ზუსტად ტრამპის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ აშშ-მა და გაერთიანებულმა სამეფომ უკრაინას სტრატეგიული შორი მანძილის რაკეტების გამოყენების ნება დართო. ეს კი იმასზე მეტყველებს, რომ 2025 წლის 21 იანვრამდე უნდათ უკრაინამ გარკვეულ შეუქცევად შედეგებს მიაღწიოს, რათა ტრამპის პოლიტიკა პრაგმატული და პროგნოზირებადი გახდეს.

ტრამპი, რასაკვირველია, კომპრომისის ძებნას დაიწყებს და ამ კომპრომისის აბრისი ზუსტად ამ შედეგებზე იქნება დამოკიდებული. ეს სამხრეთ კავკასიასაც ეხება.

ტრამპი, რასაკვირველია, კომპრომისის ძებნას დაიწყებს და ამ კომპრომისის აბრისი ზუსტად ამ შედეგებზე იქნება დამოკიდებული. ეს სამხრეთ კავკასიასაც ეხება

- ახლად არჩეული პარლამენტის პირველ სხდომამდე პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგი ჩაატარა, რომლის ფარგლებშიც გვამცნო, რომ თანამდებობები დატოვეს საქარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა, იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგვაძემ და სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მინისტრმა შამუგიამ.

მისი თქმით, საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტს მაკა ბოჭორიშვილი, იუსტიციის მინისტრის პოსტს ანრი ოხანაშვილი და სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტს დავით სონღულაშვილი დაიკავებენ.

ქალბატონი მაკა ბოჭორიშვილი არჩევნებამდე აქტიურად თანამშრომლობდა ევროკავშირში რუსეთის მიმართ ლოიალურად განწყობილ ქვეყნებთან. თუ ქვეყნის საგარეო ამოცანა ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებაა, რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ მაკა ბოჭორიშვილის საგარეო საქმეთა მინისტრად წარდგენა,

წაადგება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას?

- მეჩვენება, რომ ქალბატონი მაკას მთავარი საზრუნავი ვიზალიბერალიზაციის შენარჩუნება იქნება.

ევროკავშირში გაწევრიანება კი ბატონმა ირაკლი კობახიძემ 2030 წლისთვის გადადო - კიდევ ერთ არჩევნებში გამარჯვება უნდა.

- შალვა პაპუაშვილმა 25 ნოემბერს განაცხადა - პრეზიდენტის არჩევის თარიღს პარლამენტი ხვალ დანიშნავს.

სხვადასხვა წყაროები სხვადასხვა პიროვნებებს ასახელებენ. სავარაუდოდ, ვინ შეიძლება წარადგინოსქართულმა ოცნებამმომავალი პრეზიდენტის თანამდებობაზე?

- აქვს ამას დიდი მნიშვნელობა? პრეზიდენტობის ისეთ კანდიდატურას წარადგენენ, რომელიც, პირველ ხანებში მაინც, უსიტყვოდ შეასრულებს „კოლექტიური ქართული ოცნების“ დაკვეთებს.

სხვა გარემოებას მივაქციოთ ყურადღება. პრეზიდენტს, თუ არ მეშლება, კონსტიტუციის შესაბამისად ირჩევს 300 კაციანი კოლეგია კვალიფიციური უმრავლესობით. ამ კოლეგიაში შედის პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს ყველა დეპუტატი.

პრეზიდენტობის ისეთ კანდიდატურას წარადგენენ, რომელიც, პირველ ხანებში მაინც, უსიტყვოდ შეასრულებსკოლექტიური ქართული ოცნებისდაკვეთებს

ამიტომ ოპოზიცია პარლამენტში თუ არ შევა, ამ კოლეგიაში მონაწილეობა მაინც უნდა მიიღოს. ეგებ, რამე სახარბიელო გამოვიდეს და საჭირო გახდეს კომპრომისი...

- გვერდს ვერ აუვლით მამუკა მდინარაძის ამ განცხადებას - „გვაქვს საშუალება, რომ ბატონი ბიძინას ლიდერობით, ორ ფეხზეც ვიდგეთ, ეროვნულ ინტერესებსაც ვემსახუროთ - მალე, გაერთიანებული ქვეყნის პარლამენტის წარმომადგენლები უნდა ვიყოთ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან ერთად“.

და ეს მაშინ, როცა ორიოდ დღის წინ პრეზიდენტმა პუტინმა ხელი მოაწერა შეთანხმებას რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის სამხედრო სფეროში ტექნიკურ თანამშრომლობას. ძნელი დასაჯერებელია ბატონმა მამუკა მდინარაძეს ამის შესახებ ინფორმაცია არ სცოდნოდა.

სავარაუდოდ, რას შეიძლება ნიშნავდესქართული ოცნებისუმრავლესობის ლიდერის განცხადება, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს გაერთიანებას?

- მე ალბათ თქვენზე უფრო მწირ ინფორმაციას ვფლობ. არ ვიცი. ბევრზე ფიქრი შეიძლება, მაგრამ ეს ყავაზე მარჩიელობა იქნება. ეხლა კი ქართული ანდაზა მახსენდება: „ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს“.

ინტერპრესნიუსი

კობა ბენდელიანი

ვახტანგ ძაბირაძე - 14 დეკემბერს პარლამენტის ეზო და შემოგარენი გადაჭედილი იქნება საპატრულო პოლიციით და რობოკოპებით, მაგრამ, ძალოვნები იქნებიან თუ არა აგრესიულები, ეს იქნება გადამწყვეტი
ქართული პრესის მიმოხილვა 12.12.2024
კახა ოქრიაშვილი - ყველას, ვისაც გვიყვარს ეს ქვეყანა და ვერასდროს შევეგუებით ძალადობას, ცხელი გულით და ცივი გონებით მოქმედება გვმართებს!
PSP ჯგუფი განცხადებას ავრცელებს