„ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარე პაატა დავითაია აცხადებს, რომ „ევროპელი დემოკრატების“ პარტნიორი ორგანიზაციის „ჯეოქეისის“ თავმჯდომარის ვიქტორ ყიფიანის კონცეფცია „საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება“ მნიშვნელოვან პუნქტებს მოიცავს და საზოგადოებას კონცეფციის პუნქტების განხილვაში ჩართვისკენ მოუწოდებს.
პარტია „ევროპელი დემოკრატების“ ინფორმაციით, „ჯეოქეისის“ თავმჯდომარის ვიქტორ ყიფიანის კონცეფციაში - „საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება“ - ქვეყნის უსაფრთხოებაზეა საუბარი, რომელშიც აღნიშნულია, რომ თანამედროვე გაგებით უსაფრთხოება ჯავშანსა და ტყვია-წამალზე მეტია, ქართული სახელმწიფოს აწმყოსა და სამომავლო გადმოსახედიდან, იგი სახელმწიფოს ინსტიტუტებსა და მოქალაქეებს შორის სწორ და მისაღებ ბალანსს საჭიროებს.
ამასთან, „ევროპელი დემოკრატები“ ავრცელებენ „ჯეოქეისის“ თავმჯდომარის ვიქტორ ყიფიანის კონცეფციას, ის რამდენიმე პუნქტისგან შედგება, რომელსაც „ ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ.
„საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება - დანიშნულება და სპეციფიკა:
ჩვენი ქვეყნის მედეგობისა და უსაფრთხოების მიზნიდან გამომდინარე, მხოლოდ სამხედრო-პოლიტიკურ კავშირებსა თუ ალიანსებზე აქცენტირება სწორია, მაგრამ არასაკმარისი. სტაბილურობა, პროგნოზირებადობასა და შიდა უსაფრთხოებაზე დაყრდნობით გარე რისკების მართვა, დიდწილად, ქვეყნის შიდა ცხოვრებაში პოლიტიკურ და საქმიან პროცესებზე სახელმწიფოსა და მოქალაქეებს შორის გასაგებ და მისაღებ შეთანხმებას ეფუძნება.
ამ შეთანხმების - როგორც წერილობით, ისე საოპერაციო სიბრტყეში - სიცოცხლისუნარიანობისა და სანდოობისათვის, ისე როგორც საკუთარი ქვეყნისადმი მოქალაქეობრივი კუთვნილების განცდისათვის, შემდეგი პირობებია უზრუნველსაყოფი:
ამ და სხვა შესაძლო პირობების რეალურ ცხოვრებაში გატარებას, წესად დამკვიდრებასა და თაობიდან თაობაში სახელმწიფო-პოლიტიკურ და საზოგადოებრივ მემკვიდრეობად გადატანას შიდაქართული - და მაშასადამე, საერთოეროვნული - უსაფრთხოების მეტ–ნაკლები ხარისხით განმტკიცების პრაქტიკულ მექანიზმად მოვიაზრებთ.
აღნიშნულთან ერთად, ამ პირობათა ერთობლიობა უკვე ხსენებულ „შიგნიდან დემოკრატიულობასა“ და სხვადასხვა აქტორთა უკეთეს ინფორმირებულობას უწყობს ხელს. ეს კი ეროვნული სტაბილურობისა და საგარეო ასპარეზზე ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესების უფრო მწყობრად და თანმიმდევრულად დაცვის საშუალებას ქმნის – შიდა რყევების, რადიკალური პოლარიზაციისა და „წითელი ხაზების“ გადაკვეთის გარეშე..
წინააღმდეგ შემთხვევაში ეროვნული უსაფრთხოების სისტემა იმდენად გაჯერდება მოწყვლადი წერტილებით, რომ შესაძლოა თუნდაც ერთი მათგანის პრობლემის გამწვავება დანარჩენებისათვის გადამდები აღმოჩნდეს და მთელი სისტემის რღვევა განაპირობოს... მეტიც: ასეთ დროს ილუზორული აღქმა ჩნდება, რომ ძალაუფლების კონცენტრაცია უმჯობესია, განსაკუთრებით, საგარეო და საშინაო გამოწვევის ეფექტიანი გადალახვისათვის. რეალურად, ასეთი აღქმის უკუშედეგი ძალაუფლების კონცენტრაციის ავტორიტარიზმისკენ ჩაცურების და ქვეყნის ე.წ. „ალყაში მოქცეულ ციხედ“ (besieged fortress) სახიფათო ტრანსფორმირებაა, რაც ეროვნული უსაფრთხოების რისკებს კიდევ უფრო ამრავლებს...
თანამედროვე გაგებით უსაფრთხოება ჯავშანსა და ტყვია-წამალზე მეტია. ქართული სახელმწიფოს აწმყოსა და სამომავლო გადმოსახედიდან, იგი ასევე სახელმწიფოს ინსტიტუტებსა და მოქალაქეებს შორის სწორ და მისაღებ ბალანსს საჭიროებს. მხოლოდ ურთიერთობათა ამგვარ გაწონასწორებაზე, ორმხრივ კონტროლსა და თანამონაწილეობაზე უნდა დაფუძნდეს ჩვენივე უსაფრთხოებისა და კონკურენტუნარიანი განვითარება.
თანამედროვე რისკების მართვისა და სამომავლო საფრთხეების შეძლებისდაგვარად მინიმიზების პრიორიტეტულად პრაქტიკული საშუალებაც ეს გვესახება.
ჩვენც, დროა, უფრო მეტად და გაბედულად ავიღოთ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე”, - ნათქვამია ვიქტორ ყიფიანის განცხადებაში.