„არემჯის“ მხარდაჭერით, გაერთიანება „ღვინო  ბოლნისის“ წევრმა 10-მა მცირე მარანმა იტალიაში „მერანოს ღვინის ფესტივალში“ მიიღო მონაწილეობა

კომპანია „არემჯის“ მხარდაჭერით, გაერთიანება „ღვინო ბოლნისის“ წევრმა 10-მა მცირე მარანმა იტალიაში „მერანოს ღვინის ფესტივალში“ მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „არემჯი“ ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ფესტივალზე საერთაშორისო ღვინის სექციაში 10 ბოლნისური მარნის, 17 დასახელების ღვინო იყო წარდგენილი. ფესტივალის ფარგლებში გამართულ ღვინის კონკურსში ბოლნისურმა ღვინოებმა 7 მედალი მოიპოვეს, აქედან 2 ოქრო და 5 ვერცხლი.

მერანოში ქართული ღვინის მასტერკლასი გამართა სომელიე თამარ ჭიჭიბოშვილმა, რომელიც წელს “მერანოს ღვინის ფესტივალმა” იტალიაში ქართული ღვინის ელჩად დაასახელა.

„მასტერკლასის ფარგლებში წარვადგინე ქართული ღვინოები, რომლებმაც დიდი მოწონება დაიმსახურეს. მერანოზე ღვინის კონკურსის ფარგლებში ქართული ღვინოების შეფასება წელს პირველად მოხდა და მოხარული ვარ რომ ამ ღვინოებმა სხვადასხვა მედლები აიღეს, მათ შორის, 7 მედალი ბოლნისურმა ღვინომ. ვფიქრობ, რომ ბოლნისური ღვინოები მკაფიოდ უსვამს ხაზს ქართული ყურძნის ჯიშებს. საინტერესოა, რომ ფესტივალზე წარვადგინეთ არა მხოლოდ ქვევრში დაყენებული, არამედ ბოლნისური იგივე შვაბური ტექნოლოგიით დაყენებული ღვინოები, რამაც სტუმრების დიდი ინტერესი გამოიწვია.“ - აღნიშნა თამარ ჭიჭიბოშვილმა.

33-წლიანი ისტორიის მქონე „მერანოს ღვინის ფესტივალი“ ერთ-ერთი გამორჩეული საერთაშორისო ფესტივალია, რომელსაც ყოველწლიურად სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული ღვინის მწარმოებლები, ექსპერტები და ჟურნალისტები ესწრებიან.

მსგავსი მასშტაბის ფესტივალსა და ღვინის კონკურსში ბოლნისური მარნების წარდგენა და ამ რაოდენობის მედლების მოპოვება, ღვინის ექსპერტების შეფასებით ბოლნისური დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების მაღალ ხარისხსა და მათ გამორჩეულობაზე მიუთითებს.

„მსგავსი ფესტივალები საჭიროა მსოფლიოში ქართული ღვინის შესახებ ცნობადობის ასამაღლებლად. დეგუსტაციასთან ერთად, მასტერკლასების მეშვეობით მოვახერხეთ და მეტი ინფორმაცია მივაწოდეთ ევროპელ მომხმარებლებსა და მყიდველებს ბოლნისური ღვინოების შესახებ. ვფიქრობ, რომ ბოლნისის ღვინის დაყენების განსხვავებული ტრადიცია, ახლოს არის ევროპულთან და ამიტომ ეს ღვინო უფრო გასაგებია მათთვის.“ - განაცხადა სომელიე ჯაბა ძიმისტარიშვილმა.

„არემჯის“ ყველა მსხვილი კორპორაციული პასუხისმგებლობის პროექტი, გაეროს გლობალური შეთანხმების მდგრადი განვითარების მიზნებთან არის თანხვედრაში. ბოლნისელი მეღვინეების მხარდაჭერის პროგრამა, სწორედ მე-8 მიზანს (ღირსეული სამუშაო & ეკონომიკური ზრდა) ეხმიანება. პროგრამა სხვადასხვა მხარდამჭერ პროექტებთან ერთად, საუკეთესო ბოლნისური ღვინოების ისეთ მასშტაბურ ღვინის ღონისძიებებზე წარდგენას ითვალისწინებს, როგორიც არის „მერანოს ღვინის ფესტივალი“, „ნარინჯისფერი ღვინის საერთაშორისო ფესტივალი“ , IWSC და სხვა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია