ანონსი  27 ნოემბერი

27 ნოემბერს, 10:00 საათზე, „ქართული ოცნების“ გორგასლის ოფისში, პრეზიდენტობის კანდიდატთან დაკავშირებით კონსულტაციებისათვის უმრავლესობის სხდომა, ხოლო 10:30 საათზე პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართება. 11:00 საათზე გაკეთდება განცხადება.

მის: გორგასლის #20

27 ნოემბერს, 10:30 საათზე, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა - სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი პაატა მანჯგალაძე მედიის კითხვებს უპასუხებს.

მის: შოთა რუსთაველის გამზ.21 (სართული 2)

საკონტაქტო: ირაკლი გაბისონია - 555 602 634

27 ნოემბერს, 11:00 საათზე, საპარლამენტო მანდატების მფლობელი პოლიტიკური სუბიექტის - „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენელი სოფიო ხორგუანი „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

მის: ერწოს ქ. N11

საკონტაქტო: 599 726 565

27 ნოემბერს, 11:00 საათზე, პარლამენტის კულტურის, სპორტის, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

27 ნოემბერს, 11:00 საათზე, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

27 ნოემბერს, 12:00 საათზე, სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმის“ წარმომადგენელი, ნინო ლომჯარია, თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატ მოსამართლესთან გამოიკითხება.

საკონტაქტო ტელ: 577 13 99 00

27 ნოემბერს, 12:00 საათზე, „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი ანა კობახიძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: ცესკომ სამი ოპოზიციური პარტიის მოთხოვნა სიების ჩახსნაზე დააკმაყოფილა

მის: შოთა რუსთაველის გამზ.21 (სართული 2)

საკონტაქტო: ირაკლი გაბისონია - 555 602 634

27 ნოემბერს, 14:00 საათზე, კინოთეატრ „ამირანში“, თბილისის 25-ე საერთაშორისო კინოფესტივალის ორგანიზატორები პრესკონფერენციას გამართავენ.

თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი 1-8 დეკემბერს გაიმართება.

საკონტაქტო: ნინო კვირიკაშვილი - 599 36 19 77

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია