ლევან დავითაშვილი - პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში 700 ახალი საწარმო შეიქმნა, 800 საწარმო გაფართოვდა/გადაიარაღდა, ხოლო 10 000-მდე პროექტი მიკროგრანტით დაფინანსდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატის, ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში 700 ახალი საწარმო შეიქმნა, ხოლო 800 საწარმო გაფართოვდა და გადაიარაღდა.

მისი თქმით, სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამის მეშვეობით 2 600-ზე მეტი ბიზნესპროექტის განხორციელების მხარდაჭერა მოხდა, რომელთა ჯამურმა საინვესტიციო მოცულობამ 4,4 მილიარდ ლარს გადააჭარბა, ხოლო აღნიშნული პროექტების ფარგლებში 43 000-ზე მეტი ადამიანი დასაქმდა. ამ საკითხებზე მინისტრობის კანდიდატმა საქართველოს პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე ისაუბრა.

„ამავე პროგრამის მიკროგრანტების კომპონენტის ფარგლებში, ჯამურად, 9 349 პროექტზე 115 მილიონი ლარის გრანტი გაიცა. აღსანიშნავია, რომ ამ პროექტებიდან 4 657 სტარტაპი იყო. რაც შეეხება საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმის პროგრამას, 880 მილიონი ლარის ჯამური მოცულობის 1 200-მდე პროექტი განხორციელდა, რომელთა ფარგლებში 16 000-მდე ადამიანი დასაქმდა“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, მათზე საუბრისას მინისტრობის კანდიდატმა ხაზი მთავარ პრიორიტეტებს გაუსვა, რომლებიც ქვეყანაში კერძო სექტორის განვითარებისა და სამეწარმეო პოტენციალის მაქსიმალურად ათვისებისთვის მნიშვნელოვანია.

„წარმოების ხელშეწყობის და განვითარების მიზნით, შემდგომ წლებში გაფართოვდება ბიზნესის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამები, ტრადიციულ მხარდაჭერის მექანიზმებთან ერთად. ჯამურად „აწარმოე საქართველოს“ ფინანსებზე ხელმისაწვდომობის მხარდამჭერი პროგრამებით ისარგებლებს 11 000-მდე მეწარმე სუბიექტი, აქედან შეიქმნება 5 000-მდე ახალი მეწარმე სუბიექტი. მხარდაჭერილი პროექტების ფარგლებში შეიქმნება 70 000-მდე ახალი სამუშაო ადგილი. მეწარმეობის მხარდამჭერი პროგრამების დაფინანსება წლიდან წლამდე გაიზრდება და მომდევნო 4 წელიწადში ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამების ჯამური დაფინანსება 1,5 მილიარდ ლარს გადააჭარბებს“, - აღნიშნა მინისტრობის კანდიდატმა.

მისივე განცხადებით, სრული მასშტაბით ამოქმედდება მიკროსესხების ახალი პროგრამა, რომლის ფარგლებში, 2024-2028 წლებში 6 000-მდე მეწარმე ისარგებლებს. ლევან დავითაშვილის თქმით, ქვეყანაში ასევე სრულად ამოქმედდება რეგიონული საკონსულტაციო ცენტრების ქსელი, რომლის მეშვეობითაც ისარგებლებს დაახლოებით 12 000-მდე მეწარმე.

ინფორმაციისთვის, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების ერთობლივი სხდომა მიმდინარეობს, სადაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატს, ლევან დავითაშვილს უსმენენ.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი პუტინის სასარგებლოდ მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.04.2025
Yandex Go-ს ელექტროსკუტერები უკვე თბილისშია
ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და ბრიტანული სკოლის დამფუძნებლები მთავრობას მიმართავენ
Walmark - 10 წელი საქართველოში: პირველი საკვები დანამატების ბრენდი, რომელმაც მოსახლეობაში ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურა დანერგა
"გოლდენ ფლის ინვესთმენთსი" ოპერირების პირველი წლის წარმატებით დახურვას აღნიშნავს
„სოკარი“ ციფრული გამოცდილების ახალ ეტაპზე გადადის - განახლებული აპლიკაცია და ლოიალობის პროგრამა უკვე ხელმისაწვდომია
„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა